კობახიძე: სირცხვილია – ასეთ დროს გლავ კანალი და პერვი კანალი პრემიერს სტატისტიკაზე ეკითხება

ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ზუგდიდში სპეცოპერაციის მიმდინარეობის პარალელურად, სადაც 19 ადამიანია მძევლად აყვანილი მედიაზე საუბრობს და მათ მოიხსენიებს “გლავკანალად” და “პერვიკანალად” .


“მომისმინეთ, გეტყვით, რა არის პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობა, როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა, 19 ადამიანია გასათავისუფლებელი და თქვენი ჟურნალისტი – გლავ კანალის და პერვი კანალის ჟურნალისტი მიდის პრემიერ გახარიასთან და ეკითხება დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, ეს არის სირცხვილი” – აცხადებს იგი.

დაწერე კომენტარი