კობახიძე ოპოზიციაზე: ქუჩას კი არა, უკვე ფანჩატურსაც ვეღარ ავსებენ

კობახიე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ “ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში”. მანვე, 17 მარტს, ოპიზიციის და ხელისუფლების მოლაპარაკება დატოვა.

“ქუჩას კი არა, უკვე ფანჩატურსაც ვეღარ ავსებენ, ეს ნახევრად ხუმრობით… ასეთი დესტრუქცია მეტყველებს მთლიანად ოპოზიციის ბუნებაზე, ხო? შალვა ნათელაშვილი არის ერთერთი ლიდერი ამ ოპოზიციის. მის ოფისში იკრიბებიან ისინი, როგორც წესი, ეს არის არსებითად სააკაშვილი-ნათელაშვილი-ბოკერია-ბურჯანაძის გაერთიანებული ოპოზიცია.

როდესაც ერთერთი ლიდერი ამ ოპოზიციის, შალვა ნათელაშვილი ამბობს იმას, რომ არაფერი საინტერესო არ ხდება დანიელსონის ხელმძღვანელობით, ეს მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და დიალოგის მიმართ” – ამბობს კობახიძე.

დაწერე კომენტარი