”რატომ იყო დანაშაულის ადგილზე სიგარეტის ე.წ. ბიჩოკები და რატომ არ ჩატარდა ექსპერტიზები”

მალხაზ კობაურის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმედის სიუჟეტს ეხმაურება, სადაც კობაიძე განმარტავს, რომ იმედი ცდილობს სამართალდამცველების ქმედებებში ეჭვი არ შეიტანოს.

”ეს არის სიცრუე!!! როგორც ტელეკომპანია იმედის ერთერთ გადაცემაში იტყვიან. იმედი აქაც ცდილობს სამართალდამცველების ქმედებებში ეჭვი არ შეიტანოს და მათ მიერ ყველა საგამოძიებო მოქმედებებს ,,აპრავებ“ და ისე გამოიყვანეს თითქოს ადვოკატები ცდილობენ მათ დისკრედიტაციას((( ერთ კითხვას დავსვამ (გამგები გაიგებს): რატომ იყო დანაშაულის ადგილზე სიგარეტის ე.წ. ბიჩოკები და რატომ არ ჩატარდა ექსპერტიზები, თუ ვის ქონდა შემხებლობა ამ სიგარეტთან?! როცა არც კობაური და არც ცხონებული გარდაცვლილები არ ეწეოდნენ სიგარეტს!!! აი ამ კითხვაზე გაგვცეს ჯერ გამოძიებამ პასუხი და მერე სხვა დანარჩენზე…..!!! ”- წერს ალექსანდრე კობაიძე.

რეკლამა

დაწერე კომენტარი