კლუბებში 34 ლოკაცია, სადაც ნარკოტიკი ინახებოდა – დაწესებულებების მფლობელები დაკითხვაზე დაიბარეს

კაფე “გალერის” დამფუძნებელს დაკითხვაზე ელოდებიან. საქმე ეხება 12 მაისს ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას. სწორედ “გალერის” დაცვის უფროსი დააკავა 12 მაისს ჩატარებული სპეციოპერაციის დროს კრიმინალურმა პოლიციამ ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით.

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ დაკითხვაზე დაიბარებენ “ბასიანის” დამფუძნებელსაც და კლუბების სხვა თანამშრომლებს.

კლუბების მფლობელები კი ამბობენ, რომ მთელი ეს ისტორია პოლიციამ მათი დისკრედიტაციისათვის გამოიგონა. თუმცა არ გამორიცხავენ რომ კლუბური ნარკოტიკი, ღამით გასართობად მისულ სტუმრებს ჰქონდათ, რომლებმაც აბები და ფხვნილი კლუბში სპეცრაზმის გამოჩენის დროს ძირს დაყარეს. ისინი ასევე არ გამორიცხავენ, რომ კლუბებში ნარკოტიკი თავად სამართალდამცავებმა დატოვეს.

ამასთან ჯერ უცნობია, როდის გაიხსნება ღამის კლუბები.  ამ დრომდე „ბასიანიც“ და „გალერიც“ დალუქულია. ძალოვან უწყებაში კი აცხადებენ, რომ გამოძიების სრულფასოვნად ჩატარებისთვის, პროცესი შესაძლოა 3 კვირას გაგრძელდეს

დაწესებულებების მფლობელები დაკითხვაზე დაიბარეს

კლუბებში ნაპოვნია 34 ლოკაცია, სადაც ნარკოტიკი ინახებოდა – დაწესებულებების მფლობელები დაკითხვაზე დაიბარეს ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://rustavi2.ge/ka/news/104196

Posted by Rustavi 2 on 2018 წლის 16 მაისი, ოთხშაბათი

loading…

პოპულარული

"ვალების განულების გადაწყვეტილებას ამომრჩევლის მოსყიდვის უპრეცედენტო მასშტაბის სახე აქვს" - სამართლიანი არჩევნების სკანდალური კვლევა
„ივანიშვილი ძალიან კარგად ხვდება, რომ მისი ხელისუფლების დასასრული დაიწყო და ყველა უბედურების სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს“ - გიორგი ვაშაძე ექსპრემიერის ინტერვიუს აფასებს
"ხელისუფლებამ ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, სესხების გამცემ ორგანიზაციებთან ბრძოლა დაიწყო" - ზურაბ ჭიაბერაშვილი
აფეთქება სოფელ ხეთაში - დაშავებული 66 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა
"შავი სია წაიშლება, მაგრამ ბანკი ისე იოლად კრედიტს ვეღარ გასცემს, როგორც ადრე გასცემდა" - ფინანსთა მინისტრი
თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პატრონთან დაბრუნდა
"შავი სია" არ არსებობს - ვალების ჩამოწერის აფიორა და "დამალული" დეტალები
"აგვისტოს ომი გმირი დღეს დაკრძალეს, ხელისუფლებიდან არავინ ჩავიდა, რომ სამძიმარი ეთქვათ ცერცვაძის ოჯახისთვის"
ირინკა კავსაძემ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ბებიის, ბელა მირიანაშვილის სახე გააცოცხლა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი