“კლინიკური სიკვდილი მქონდა” – ზურა დოიჯაშვილი ისრაელის აეროპორტში დაცვაში მუშაობს

ზურაბ დოიჯაშვილი

მომღერალი ზურა დოიჯა­შ­ვილი ოჯახთან ერთად ისრაელში წავიდა საცხოვრებლად. როგორც ამბობს, ის აეროპორტის დაცვაში მუშაობს.

“აეროპორტის დაცვაში ვარ. სცენას მიჩვეული კაცისთვის ძალიან რთულია, მაგრამ ვუძლებ… სამსახურიდან დაღლილი მოვდივარ, მაგრამ საღამოს თუ კონცერტი მაქვს, მაინც ვმღერი… ცხოვრებაში, ალბათ, ყველაფერი უნდა გამოცადო. 55 წლის ასაკში ყველაფერი თავიდან დავიწყე – ახალი გარემო, ახალი ადამიანები…

სამი წელი ვიცხოვრე მოსკოვში. რუსებს ძალიან კარგი დამოკიდებულება­ ჰქონდათ ქართველების მიმართ და ძალიან ვუყვარდით… თითქმის ყველა ქართველი მუსიკოსი, რუსეთის რესტორნებში რომ უკრავდა, დღეს ვარსკვლავი და მილიონერია, ჩვენ კი აეროპორტში ვმუშაობთ”, – ამბობს მომღერალი.

ზურა დოიჯაშვილმა გულის ოპერაციაც გაიკეთა და იმ დღეს ასე იხსენებს:

“ექიმმა მითხრა, სასწრაფოდ საოპერაციო ხარო და საავადმყოფოში დამაწვინეს. სანამ ოპერაციას გამიკეთებდნენ, მეგობარმა მღვ­დელი მოიყვანა და მაზიარეს. რომ გავაცილე, შემოვიდნენ ბიჭები – მამუკა ონაშვილი და სხვები. ვსხედვართ, ვლაპარაკობთ და უცებ შემოვიდა ვიღაც, კისერზე სანტიმეტრი ჰკიდია და მეუბნება, ზომები უნდა აგიღოო. ფერი დავკარგე, ვიფიქრე,­ ალბათ ყოველი შემთხვევისთვის კუბოს ზომებს მიღებენ-მეთქი. მამუკა ონაშვილსაც იგივე უფიქრია და ,,უჟეო?” – ეკითხება. თურმე კორსეტის ზომები უნდა აეღოთ, მე კიდევ სიკვდილს ჩავხედე თვალებში.

მერე ერთი სტენტი გამეჭედა და კლინიკური სიკვდილი დადგა.­ ამ დროს ზემოდან ვუყურებდი თავს და საოცარ სიმსუბუ­ქეს ვგრძნობდი. მგონია, რომ ჩემს მეუღლეს ვეუბნები, ცოცხალი­ ვარ-მეთქი, არადა თურმე გათიშ­ული ვარ. კლინიკური სიკვდილი იყო, არადა თავს კარგად ვგრძნობდი”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” მომღერალმა.

loading...

პოპულარული

"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ჩვენს ირგვლივ ყველა ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია და სერიოზული ეპიდემიაა - ამირან გამყრელიძე
ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ პანდემიის დასაწყისში - ანგელა მერკელი
საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის დაწესებული ფინანსური სანქციები გადაჭარბებული იყო, ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ არა სანქციებზე, არამედ სოციალურ დახმარებაზე - მარიამ ჯაში
პრემიერის გამოსვლამ შს მინისტრს ძილი მოჰგვარა - კადრი პარლამენტიდან
29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი იხსნება
რუსული საგუშაგო დროებით დაშლილია და მანეკენი ჰყავთ დატოვებული - რა ხდება ატოცში
"პრემიერის ტყუილები" პარლამენტის ტრიბუნიდან - გოგორიშვილის მიმართვა
დაწერე კომენტარი