კინზინგერსაც და ყველა საერთაშორისო პარტნიორს არჩევნებზე დამკვირვებლად მოწვევას გავუგზავნით – ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, როგორც კი არჩევნების თარიღი დაინიშნება, საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის კონგრესმენ ადამ კინზინგერს არჩევნებზე მოიწვევს.

ზალკალიანის თქმით, 8 მარტის შეთანხმება ყველასთვის მნიშვნელოვანია და კინზინგერის პოზიციებს იზიარებს.

“მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება შედგა, საქართველოს ხელისუფლება არის მზად იმისთვის, რომ შეთანხმება განხორციელდეს. ეს პოზიცია ცნობილია ჩვენი პარტნიორებისთვის. აუცილებელია, რომ ახლა ყველა მოვემზადოთ არჩევნებისთვის. არჩევნები ჩატარდეს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და ეუთოს პრინციპებთან და ამ თვალსაზრისით მზად ვიქნებით არა მარტო ბატონი კინზინგერი, არამედ სენატორები, კონგრესმენები, როგორც კი გამოცხადდება არჩევნების თარიღი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და პარტნიორს გავუგზავნით ოფიციალურ მოწვევას, როგორც დამკვირვებლებს. იცით თქვენ, რომ ეუთო/ოდირი განახორციელებს სადამკვირვებლო პროცესს და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა იქნება მაქსიმალურად ჩართული”, — განაცხადა ზალკალიანმა.

loading...

პოპულარული

"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
წულუკიანს დავაწინაურებ - გახარიას პასუხი ბოკერიას
დაწერე კომენტარი