ბოლო ორ დღეში კიევში 2 ქართველი მოკლეს

კიევში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი Front News ავრცელებს ინფორმაციას.

გამოცემის ცნობით, 27 წლის ბექა წაწკრიალაშვილის ცხედარი მის ბინაში აღმოაჩინეს. მას თავისა და გულ-მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს ჭრილობები მიყენებული.

ბინაში სამართალდამცველებმა კალაშნიკოვის ავტომატური იარაღი, მაკაროვის ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვიები აღმოაჩინეს. მკვლელობაში 60 წლის კაცია ეჭვმიტანილი, რომელთან ერთადაც წაწკრიალაშვილი, ბოლოს, 26 ივნისს ნახეს.

სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ დაკეტა ეჭვმიტანილმა მოკლულის ბინის კარი. პოლიცია ვარაუდობს, რომ წაწკრიალაშვილის ბინიდან მკვლელმა გაყიდული მანქანის ფული წაიღო. ცნობილი ხდება ისიც, რომ 25 ივნისს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს, რომელიც წაწკრიალაშვილის მეგობრის ძმა იყო. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

პოპულარული

ფოტოგრაფის „ურთიერთგამომრიცხცავი ჩვენებები“ და „ფოტაპარატიდან წაშლილი მასალები“- „შაქარაშვილის საქმის მოწმე მაღალჩინოსნის ოჯახის წევრია“ - ახალი სკანდალური ვერსია
საქართველოს ახალი სექს სიმბოლო ქართველების გაოცებას განაგრძობს - ლიკუნა ხაჭაპურიძის ახალი ფოტოსესია
შურისძიება ქურდული მეთოდით - 44 წლის მამაკაცს მუხლები დაუცხრილეს
ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალება და ფოტოგრაფის ეპიზოდი - საქმეში შს მაღალჩინოსანის ინტერესზზე კიდევ ერთი პირი ალაპარაკდა
დაწერე კომენტარი