კიდევ რაღაც ახალი პრობლემა დაინახეს… მე ჩემი სიცოცხლით დაგიმტკიცებთ

რამდენიმე წუთის წინ ხათუნა ჟორდანიამ თურქეთიდან ახალი ლაივი გაავრცელა და ამბობს, რომ მას ახალი პრობლემა გაუჩნდა. ახლა გადის მკურნალობის ახალ, ინტენსიურ კურსს, რომელიც დასხივებაში გამოიხატება. ის ასევე ამხნევებს იმ ხალხს, რომელიც ამ ვერაგ დაავადებას ებრძვის და ამბობს, რომ სიმსივნე არ არის განაჩენი და ის ამას თავისი სიცოცხლით დაამტკიცებს…

“ამჟამად ვიმყოფები სტამბოლში, ჩამოვედი შესამოწმებლად, მიწევდა სამ თვეში ერთხელ ჩამოსვლა, გადამიყვანეს 6 თვეზე, თუმცა ჩამოვედი ცოტა დაგვიანებით 6 თვის თავზე და კიდევ რაღაც ახალი პრობლემა დაინახეს. გავდივარ მკურნალობის კურსს, რაც გამოიხატება დასხივებაში, ანუ ვიკეთებ თითქმის ყოველ დღე

cyc

სიმსივნე არ არის განაჩენი და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მე ვიყავი და ვარ ამის მაგალითი. ზუსტად ვიცი ის პატარა პრობლემა რაც არის იმასაც მოვერევი და ვიბრძოლებ ბოლომდე რომ მოვერიო ამ ვერაგ დაავადებას. ყველა ის ადამიანი, ვინც ებრძვის ამ დაავადებას, ერთი წამით არ დაყაროთ ფარ-ხმალი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მე ჩემი სიცოცხლით დაგიმტკიცებთ, რომ ყველა დაავადება განკურნებადია. თუ ადამიანი მოინდომებს”

რეკლამა

დაწერე კომენტარი