კიდევ ერთი ტრაგედია უკრანიდან – ფოტოზეა 13 წლის გოგო, რომელსაც სიკვდილის ინსცენირება მოუწია, რათა რუსი ოკუპანტების სისასტიკეს გადარჩენოდა. 

თებერვლის მიწურულს, რუსმა სამხედროებმა მოახდინეს კიევის ოლქის სოფელ კატიუჟანკას ოკუპაცია. როდესაც 13 წლის გოგონა მამასთან და დედინაცვალთან ერთად სოფლის დატოვებას ცდილობდა, ოკუპანტებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.

cyc

მშობლები ადგილზე დაიღუპნენ. მანქანას ცეცხლი მოედო, გოგონამ რამდენიმე დაზიანება მიიღო, ის მანქანიდან გადმოვიდა და მას ამოეფარა წინა მხრიდან, თუმცა ოკუპანტები ცეცხლს არ წყვეტდნენ. ამიტომ მოუწია სიკვდილის ინსცენირება. ოკუპანტები მივიდნენ მანქანასთან, ფეხი ჩაარტყეს იმის შესამოწმებლად ცოცხალი იყო თუ არა და წავიდნენ. 

ბავშვი გადარჩა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი