“კიდევ ერთი ნიშანი, რომ დედაქალაქში ტრანსპორტის სისტემა მოშლილია, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი საშიში”

დავით მესხიშვილი

სატრანსპორტო დარგის ექსპერტი დავით მესხიშვილი , დღეს წყნეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას როლის დროსაც 7 ადამიანი დაშავდა ასე ეხმაურება:

სრული დაუცველობა. კიდევ ერთი ნიშანი, რომ დედაქალაქში ტრანსპორტის სისტემა მოშლილია, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი საშიში.

შეგახსენებთ, რომ წყნეთში მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 7 ადამიანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ავტობუსის მძღოლი ამბობს, რომ მანქანა მუხრუჭის დაზინაების გამო დაგორდა

„გავაჩერე, ჩამომსვლელებიჩამოვიდნენ. ამასობაში მუხრუჭი ჩავარდა, აღარ დაიჭირა, დაქანდა ქვემოთ, სიჩქარეში ვეღარ ჩავაგდე. ვიმარჯვე და იქ ხეებმა დაიჭირა.

იყო შემოწმებული, მაგრამ ადამიანს შეემთხვევა რაღაც და რკინაა ბოლო-ბოლო“-ამბობს ავტობუსის მძღოლი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია. 

loading…

პოპულარული

"მე გეტყვით ახლა, რას მოჰყვა ხორავას ქუჩის მკვლელობა... დიდი ხანი ვდუმდი ამაზე"
მუქარა ივანიშვილის სახელით - რა შეუთვალა ოლიგარქმა "ოცნების" დეპუტატებს კობახიძის პირით (ვიდეო)
პატიმარი ცოცხით - მსჯავრდებული, რომლის ვიდეომ "ოცნება" ხელისუფლებაში მოიყვანა დუმილს არღვევს და ლადო ბედუკაძეს ადანაშაულებს (ვიდეო)
"მაძლებინებს ჩემი მოკლული შვილი რომელიც არაკაცებმა დაჩეხეს თავისი მეგობრების და მეგობრობის გულისთვის"- ზაზა სარალიძის ემოციური წერილი
დაწერე კომენტარი