კიდევ ერთი მძიმე ავარია – ხალხით სავსე მიკროავტობუსი გადაბრუნდა, არიან მძიმედ დაშავებულები

პოლიცია

კახეთში ავარიის დროს 11 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ყვარელი – თელავის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მიკროავტობუსი ბოგირს შეეჯახა და ამობრუნდა. შედეგად, ტრანსპორტში მყოფებმა, რომლებიც რთველში სამუშაოდ მიდიოდნენ, სხვადასხვა დაიზანებები მიიღეს.

8 დაშავებული თელავის რეფერალურ სავადმყოფოშია მოთავსებული. 2 მათგანს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ექიმის თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დაწერე კომენტარი