კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მეთოდს მიაგნეს

ამერიკელმა მეცნიერებმა სიმსივნის ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მეთოდს მიაგნეს. შესაბამის კვლევას ვრცლად გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.

მეთოდის მიხედვით, ხდება სისხლის წინასწარი სკანირება, რომლის დროსაც დნმ-ის მუტაციურ ნაწილებს ახარისხებენ. ამით შესაძლებელია გამოიკვლიო კიბოს განვითარების ეტაპები მსხვილ ნაწლავში, სარძევე ჯირკვალზე, ფილტვებსა და საკვერცხეებში.

“როდესაც გვინდა დნმ-ის ცვლილების გამოვლენა, ფაქტობრივად ნემსს ვეძებთ თივის ზვინში და ეს პროცესი უკიდურესად რთულია”, – აცხადებს კვლევის ავტორი ვიქტორ ველკულესკუ.

ახალ ტექნოლოგიებს მეცნიერები 138 დაავადებულებზე ამოწმებდნენ, რომლებსაც სიმსივნე საწყისს ეტაპზე ჰქონდათ. ონკოლოგიური დაავადება ახალი მეთოდით 86 პროცენტს გამოუვლინდა. ამის შემდეგ მათ 44 ჯანმრთელ ადამიანზეც ჩაატარეს იგივე ცდა და პასუხი უარყოფითი იყო

პოპულარული

თბილისში ჩინეთიდან მორიგი ავიარეისი ჩამოფრინდა - მგზავრები კორონა ვირუსზე არავის შეუმოწმებია
ლევან ხაბეიშვილს "ოცნების" დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ (ფოტო/ვიდეო)
ლალი მოროშკინა თოვლში პენუარით პოზირებს - ფოტოები ინსტაგრამის გვერდიდან
24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი