კიბერბულინგი და მოზარდებში გაზრდილი სუიციდის შემთხვევები – განათლების სამინისტრო ომბუდსმენის ანგარიშს ეხმაურება

თამაში

სახალხო დამცველის ანგარიშს, სადაც საუბარია მოზარდებში სუიციდისა და თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტების კრიტიკულ ნიშნულამდე გაზრდაზე, განათლების სამინისტროში ეხმაურებიან.

უწყების ინფორმაციით, განათლების სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუდმივად ახორციელებს ძალადობის პრევენციისთვის კონკრეტულ პროგრამებს.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს წინა წელთან შედარებით ​ბავშვთასუიციდისა და თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტები 20 პროცენტით იყო გაზრდილი. მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში კიბერბულინგია.

“ვეთანხმებით სახალხო დამცველის რეკომენდაციას, როდესაც მსგავს ფაქტებს ვაშუქებთ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან სენსიტიური თემაა.

მნიშვნელოვანია ჩვენი მიმდინარე პროექტი, რომელიც არის დესტრუქციული ქცევების შესახებ, რომელსაც ვუტარებთ პედაგოგებს.

ამ ტრენინგის ფარგლებში ისინი მნიშვნელოვან საკითხებს ეცნობიან, ისეთებს როგორიცაა, როგორ უნდა ამოიცნონ სარისკო ნიშნები, რა უნდა გააკეთონ, ვის უნდა შეატყობინონ”- ამბობს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის სამმართველოს უფროსი თეონა ჩიტიაშვილი.

loading…

პოპულარული

„ჟამი ახლოს არს, უნდა მოვემზადოთ საიდუმლო დღისათვის, გარდაცვალებისათვის“- ილია მეორე
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს
მატილდა გვარლიანი - ულამაზესი ქართველი მოდელი გამორჩეული სახელითა და სახით (ფოტოები)
ქურდობა გურიაში - სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა
დაწერე კომენტარი