“კვირიკაშვილმა უნდა ილაპარაკოს, ქვეყნის პრემიერი იყო და არა კოტორაანთკარის გამგებელი” – მელია

„ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია “თი ბი სი ბანკის” დამფიუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც გიორგი კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილმა აშშ-სთან კავშირების დამყარების გამო გაათავისუფლეს.

ნიკა მელია ამბობს, რომ განცხადება ზეწოლაზე თავად ყოფილმე პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა უნდა გააკეთოს.

“ჩვენს მთავარ, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა დასჯადი ხდება. აი ასეთი სახელმწიფო შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ეს პერმანენტული ხდება. გიორგი კვირიკაშვილის მაგალითი არის საგანგაშო, იმდენად რამდენადაც, ეს განსაზღვრავს მთლიანად ქვეყნის საგარეო კურსს.

ჩემი აზრით, ბატონი კვირიკაშვილი, არანაირი ადამიანური მიზეზით არ თავისუფლდება იმის გამო, რომ მან გადაწყვიტა, ჩუმად იყოს. მან უნდა ისაუბროს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და არა სოფელ კოტორაანთკარის გამგებელი”.

loading...

პოპულარული

საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტის" სპეციალური განცხადება
ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლე და რატომ ჩამოვიდა იგი საქართველოში
ჩოგბურთელს ყოფილ მეუღლესთან, ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც შარლოტა საქართველოში ჩამოვიდა - რას აცხადებს ბასილაშვილის ოჯახთან დაახლოებული პირი
"ქმარს თვეში 100 000 ლარს სძალავდა პირადი საიდუმლოს შენახვისთვის... მხოლოდ მუშტი ითვლება ძალადობად?" - თამარ ივერი ბასილაშვილის მეუღლის მხრიდან შანტაჟზე საუბრობს
დაწერე კომენტარი