“კვალის დაფარვა ხდება”- მეშახტეები “საქნახშირის” ხელმძღვანელობის ბრძანების შესრულებას არ აპირებენ

ტყიბულის შახტა

მეშახტეები ტყიბულის შახტის ადმინისტრაციის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებენ. მეშახტეებმა დღეს კომპანიის ხელმძღვანელებისგან მიიღეს წერილი, სადაც წერია, რომ მათ შახტში სარემონტო სამუშაოები უნდა ჩაატარონ, ორ კვირაში კი ქვანახშირის მოპოვებაც დაიწყონ.

„ხალხს დღეს ადმინისტრაცია მოუწოდებდა შახტაში წასვლაზე ხალხი. გადმოგვცეს დოკუმენტი,სადაც შს სამინისტროდანაა გამოგზავნილი, სადაც ნათქვამია, რომ შეიძლება სარემონტო სამუშაოები გააგრძელონ შახტაში. რაზეც ხალხი უარს აცხადებს. ველოდებით მიცვალებულების დაკრძალვას და ამის შემდეგ ვისმჯელებთ რა მოხდება მომავალში”-ამბობს მეშახტე.

მუშები ვარაუდობენ, რომ შახტის ხელმძღვანელობა კვალის დაფარვას ცდილობს.

„წარმოგვიდგინეს დოკუმენტი, რომ გაგვეგრძელებინა დღეიდან მუშაობა, 17 რიცხვის ბრძანებაა. სამხარეო პოლიციის დასკვნა მოიტანეს, რომ უფლებას აძლევს შევიდნენ სამუშაო ადგილებზე. ფარატინა ქაღალდია. თავმოყვარეობაც არ აქვთ, რომ ბიჭები არ დასაფლავებულან იქ სისხლია და ჩვენ გვამუშავებენ.

ვიცი რაც ხდება, ბავშვმაც იცის, როცა ჩამოვლენ ექსპერტები. თუ მართლა მოდიან ექსპერტები უცხო ქვეყნიდან დაახვედრებენ ყველაფერს, რომ აქ თითქოს არაფერი არ შეიძლება მოხდეს”, -ამბობს მეშახტე.

კიდევ ერთი მუშა აღნიშნავს, რომ საქნახშირის ხელმძღვანელობამ უნდა დატოვოს თანამდებობა.

„ხალხს ეჭვი აქვს ან კვალის დაფარვა ხდება ან რაღაცა უნდათ, ვერ გავიგეთ. წინა აფეთქების დროს ჩამოიყვანეს უკრაინიდან დამკვირვებლები. ხალხი გაოგნებული გამოვიდა, რა აზრი ჰქონდა ჩვენს ჩამოყვანას, როცა კვალი დაფარული იყო, პერემიჩკები იყო გაკეთებული. კიდევ არ დაისჯება ვინმე, სკამები, რომელზეც სხედან სისხლით არის მოსვრილი, სირცხვილია უკვე. სისხლი დაალპობს მათ ფეხებს. ხო უნდა მიხვდნენ, რომ ან წავიდნენ, ან ჩვენ დაგვანებონ თავი. 1400 კაცის მოთხოვნაა, რომ ნუღა დაგვხოცავენ” -ამბობს მეშახტე.

loading…

პოპულარული

ევროპის ჩემპიონის ცემის სკანდალი - ვეტერანი სპორტსმენები გეგეშიძის ქმედებას სამარცხვინოს უწოდებენ და საკითხის შესწავლას ითხოვენ
21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ლენინის მუმიის დამარხვა რუსეთში პროტესტებს გამოიწვევს - პუტინის მრჩეველი
მამაკაცს, რომელსაც ქართველმა ექიმებმა სიმსივნე დაუდგინეს, ტუბერკულოზი აღმოაჩნდა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი