
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი ეხმაურება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ “NATO-ს ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი”.
“NATO-ს სჭირდება საქართველო – საქართველო, რომელსაც ჰყავს პლურალისტული პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო და მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებულია ამ ორის წინაშე. საქართველოს ყველა მეგობარმა მხარი უნდა დაუჭიროს მათ, ვინ ამის მისაღწევად მუშაობს”. – წერს იან კელი.