კახეთში 2 ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

bavSvebi

კახეთში 2 ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.

როგორც ნელი ხიზანიშვილმა აღნიშნა, შემთხვევები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.

ორივე ბავშვს თბილისში გადმოიყვანენ.

ამ ეტაპზე, მათი ჯანრმთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ცნობისთვის, კახეთში კორონავირუსი 34 შემთხვევაა დადასტურებული.

რეგიონში, საკარანტინო ზონაში 122 ადამიანი რჩება, ხოლო თვითიზოლაციაში კი 171 მოქალაქეა.

დაწერე კომენტარი