კახეთში ქმრის მიერ დაჭრილი ცოლის მდგომარეობა უმძიმესია, ქალბატონი ამ წუთებში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

არ გადაკვეთო

კახეთში მამამ სამი თვის ჩვილი მოკლა. ამ შემთხვევის შემდეგ, მამაკაცმა დანით ბავშვის დედა დაჭრა და თვითდაზიანებები მიიყენა. მამაკაციც და მისი მეუღლეც ამ წუთებში ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ქალის მდგომარეობა უმძიმესია. მამაკაცი სოფელ ვეჯინში ოჯახთან ერთად სტუმრად ჩავიდა, ინციდენტის დროს კი სახლში სხვა არავინ იმყოფებოდა.

„ქალბატონს მუცლის ღრუში ჭრილობები ჰქონდა, გაუკეთდა ოპერაცია და ამ წუთებში იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. მამაკაცს შესაბამისი კვლევების საფუძველზე, ჯერჯერობით ოპერაციული ჩარევა არ დასჭირვებია“, – აღნიშნა ექიმმა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რომელიც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 13-17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

loading...

პოპულარული

"დაახლოებით კაკლის ზომის სეტყვა იყო" - სტიქიამ ქალაქი თელავი და რამდენიმე სოფელი დააზარალა (ფოტო, ვიდეო)
როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
ვაშინგტონი მოსკოვს ემუქრება: რუსეთმა 1 მილიარდის ყალბი ლიბიური ბანკნოტები დაბეჭდა
"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების ბოჰემური ცხოვრება და უეცრად გამდიდრების სქემა - კოლოსალური შემოსავლები დუმილის სანაცვლოდ? (ვიდეო)
მაღალჩინოსნებისა და კრიმინალების დიდი შეკრება კანონიერი ქურდის საფლავზე - ნარკოტიკებისა და კონტრაბანდის ისტორია - რეპორტაჟი ოკუპირებულ აფხაზეთიდან
როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
კორონავირუსის ახალი კლასტერი თბილისი ცენტრში - რა ხდება დევნილთა საცხოვრებლში
შემზარავი მკვლელობა - 15 წლის ბიჭმა 10 წლის მძინარე და ჩაქუჩით მოკლა და ნაგავსაყრელზე დააგდო
ქარელის მერმა მოქალაქებს დედა აგინა
დაწერე კომენტარი