კახა ბენდუქიძის მაგრად მშურს – თემურ ჭყონია

ბენდუქიძე

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განათლების მიმართულებით საქართველოში ინვესტიციის განხორციელება სურს. ბიზნესმენი ამბობს, რომ ამის დიდი სურვილი აქვს, თუმცა, ჯერჯერობით ფორმაზე ვერ ჩამოყალიბდა.

ამ კონტექსტში ბიზნესმენი კახა ბენდუქიძეს იხსენებს და ამბობს, რომ მის მიერ განათლების სექტორში შეტანილი წვლილის გამო, მისი შურს.

“განათლებაში ინვესტირების ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ოღონდ არ ვიცი როგორ გავაკეთო…

სამწუხაროდ, ახლოს არ ვიყავი ბენდუქიძესთან. ისე განვიცდი… უნდა შევეწინააღმდეგო-მეთქი, სულ ვფიქრობდი მაშინ. რაღაც ოპოზიციური თემა მქონდა ამ კაცთან, მაგრამ დიდ პატივს ვცემდი ძალიან. სამწუხაროდ, გარდაიცვალა, ვერ მოვასწარი დაახლოება. აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნება იყო ჩვენს საუკუნეში, საქართველოს ბიზნეს სინამდვილეში – თავისი ექსტრავაგანტული ქცევებით, სიდიდით. რაც მან გააკეთა განათლების მიმართულებით და რა როლიც ითამაშა, მშურს. მე შურიანი კაცი არ ვარ, მაგრამ მაგრად მშურს.

რატომ ვერ ვაკეთებ იცით? ვიღაცამ რომ შემადაროს ბენდუქიძესთან, ამდენს ვერ გავქაჩავ და არ მინდა, პატარა გამომივიდეს”,- აცხადებს თემურ ჭყონია.

loading…

პოპულარული

„ამ მშობლის შვილს ტორტი არ უწილადეს... დააყვედრეს, დედაშენს ფული არ დაუდიაო...ბავშვი ატირებული მივიდა სახლში“ - ბულინგის მორიგი ფაქტი სკოლაში
"ვინ მოგცათ უფლება მ.კ.-ს გამოუტანოთ მსჯავრი? - ბესელია ომბუდსმენს და უმცირესობას
22 სექტემბრის ასტროლოგიური პრონოზი
საზარელი ავარია გორში - გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი
დაწერე კომენტარი