კაჭარავას აზრით, 2014 წლიდან გაკეთებული ჩანაწერები ენმ-ის ხელწერაა

კაჭარავა

 ოცნების დეპუტატის, დავით კაჭარავას განცხადებით, ჩანაწერები, რომელიც 2014 წლის შემდეგ არის გაკეთებული ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა.

“ამ ყველაფერს სჭირდება გამოკვლევა, დადასტურება, ავთენტური არის თუ არა ეს მასალები. როგორც ვატყობ, როგორც წინა ჩანაწერების გამოქვეყნება იყო, ეს არის რაღაც შეთხზული, დამონტაჟებული 1500-ჯერ მიწეპებული ერთმანეთს და შემდეგ გამოტანილი იმისთვის, რომ ხალხში გამოიწვიონ აჟიოტაჟი, უნდობლობა და ა.შ. ეს ვისი ხელწერაც არის ძალიან კარგად ვიცით, ვინც აკეთებდა ამ ჩანაწერებს, ისიც ვიცით, ვინც იღებდა ვიდეომასალებს, თქვენ არ გაქვთ ნანახი? 9 წლის წინ რომ მთავრობა იყო, ის”, – აცხადებს კაჭარავა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი