კაცი, რომელიც თავს მუშკეტერად ასაღებდა, ამბობს, რომ თურმე მეორე კი არა, პირველი ტალღა იწყება, თვლაც არ იციან – სააკაშვილი

სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი კაპანაძის წარდგენისას ვიდეო ზარით ჩაერთო დამსწრე საზოგადოებას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. ერთ-ერთი თემა კორონაპანდემია იყო, რომლის მართვაც, სააკაშვილის შეფასებით, ვეღარ ხერხდება.

ქვეყნის მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლებამ მთელი თანხა ხალხის სასტუმროებში გამოკეტვისკენ მიმართა:

ჯერ ივნისში გამოაცხადეს, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა დაიწყო და დღეს იგივე კაცი, რომელიც თავს მუშკეტერად ასაღებდა, ამბობს, რომ თურმე მეორე ტალღა კი არა, პირველი ტალღა იწყება – თვლაც არ იციან, მათთვის მეორე ტალღის მერე, პირველი ტალღა იწყება, თურმე დამარცხებული კოვიდი, საქართველოში იტალიაზე, უკარაინაზე და სომხეთზე მეტი ციფრებით ბრუნდება. იმის მაგივრად, რომ მომზადებულიყვნენ, ნახეთ, რამხელა რიგებია საავადმყოფოებში. სად არის უფასო ტესტები?! მთელი ფული, რომელიც თქვენი ჯიბიდან ამოიღეს, გახარიამ, ივანიშვილის ძმა ადიკომ თავის სასტუმროებსა და ნათესავებზე დახარჯა.

ერთ-ერთი მუშკეტერი ამბობს, მერე რა, რომ ხალხი იხოცებაო – ხალხი იმიტომ იხოცება, რომ ზოგს თანმდევი პროცესი აქვსო. ზოგს მუხლი სტკიოდა, ზოგს შაქარი ჰქონდა აწეული და ზოგს წნევა – უკაცრავად, თუ წნევა გვიწევს, ეს იმის საფუძველია, რომ დავიხოცოთ იმის გამო, რომ თქვენ მთელი ფული მოიპარეთ, პრეპარატები არ იყიდეთ და მედპერსონალი არ მოამზადეთ! მედპერსონალი თვითონ არის დაუცველი და პაციენტს ვითონ გადასდებს ვირუსს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

დაწერე კომენტარი