კატასტროფის ბრიგადას დისტრიბუციის მანქანა დაეჯახა – როგორია ექიმების მდგომარეობა, რომლებიც გამოძახებაზე მიდიოდნენ

თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფის ბრიგადის ავტომობილს მიკროავტობუსი დაეჯახა. დაშავებულია მედპერსონალი. ავტოსაგზაო შემთხვევა დიღომში, რობაქიძის გამზირზე გამთენიისას მოხდა. ბრიგადა აეროპორტში გამოძახებაზე მიდიოდა, როდესაც მათ სავარაუდოდ დისტრიბუციის ავტომანქანა დაეჯახა. დაშავდნენ მძღოლი, ექიმი და ექთანი. ექიმს თავის ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები აქვს, მძღოლისა და ექთნის მდგომარეობა კი მსუბუქია.

cyc.ge-ს შინაგან სქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

loading...

პოპულარული

"ჯერ არ შემოსულა, ჩინეთში მძვინვარებს" - რატომ ვერ შეიკავა ნარიმან მაქარაშვილმა სიცილი (ვიდეო)
სოფო ბედია, მისი ქმარი, ნინი ქარსელაძე, თემურ თათარაშვილი და სხვა ცნობილი მომღერლები COVID-19-ის წინააღმდეგ ამღერდნენ - ახალი კლიპი, რომელმაც ყველა გაამხიარულა
"ეს არის ქურდობა"- გახმაურებული კლიპის ავტორებს, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლონ​
ქართული წარმოების როგორ პირბადეს გვპირდებოდა ეკონომიკის მინისტრი და როგორი მივიღეთ
დაწერე კომენტარი