კასიანოვი: გვიკვირს საქართველოს დისკუსიები “ომის პარტიებსა“ და მეორე ფრონტის გახსნაზე

ელჩი

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა გაკვირვებით უყურებს საქართველოში მიმდინარე შიდა დისკუსიებს.

cyc

კასიანოვმა აღნიშნა, რომ “ომის პარტიებზე“ და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე საუბარი უკრაინისთვის გასაკვირია, რადგან 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში მხოლოდ ერთი, “გამარჯვების პარტიაა“.

“ჩვენ ძალიან გაკვირვებით ვუყურებთ საქართველოში შიდა დისკუსიებს, როდესაც საუბრობენ “ომის პარტიებზე” და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე. ჩვენ გვიკვირს, ვინაიდან უკრაინას არ დაუწყია ომი რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენ რუსეთის ფედერაცია დაგვესხა თავს. ჩვენ გვიკვირს, რადგან 24 თებერვლის შემდეგ სხვა პარტია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ გამარჯვების პარტია, ამას ყოველდღე აჩვენებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები, უკრაინელი ხალხი, უკრაინის პრეზიდენტი“, – განაცხადა კასიანოვმა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი