“კარი დააზიანა, სახლში ჩაუსაფრდა, შეათრია აბაზანაში და ყელი გამოჭრა… მერე სახლის დაწვას შეეცადა”- ბარნოვზე მოკლული გოგონას დედა

ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი შურისძიების მსხვერპლი ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალებს ყვება. მოკლული თამარ გამრეკელაშვილისდედა, ნათელა გობაძე ამბობს, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა გერის მკვლელობა წინასწარ დაგეგმა. წინა დღეს დააზიანა ვაკეში გერის ნაქირავები ბინის კარი. მეორე დღეს კი როდესაც გამრეკელაშვილი დედასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, საცხოვრებელ სახლში შეიპარა და უკან დაბრუნებულ გოგონას ჩაუსაფრდა, ძალის გამოყენებით აბაზანაში შეიყვანა და ყელი გამოჭრა, თაკო გამრეკელაშვილი გაქცევას ცდილობდა, თუმცა ტრაგედიის თვითმხილველმა მცირეწლოვანმა ბავშვებმა ბებიას უამბეს, რომ მამინაცვალმა მას ამის საშუალება არ მისცა. ბინაში, სადაც მკვლელობა მოხდა, ბრალდებულმა ყველაფერი დანით დაჭრა.

შავი ჩაი ასკილით

გარდაცვლილის დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილის მოკვლის შემდეგ ბრალდებულს ნაქირავები ბინის დაწვაც სურდა. მოკლული გოგონას შვილებმა ნახეს, როგორ ასხამდა, სპეციფიური სუნის მქონე სითხეს – სავარაუდოდ ბენზინს, ვეფხია ბაქრაძე ოთახებში.

ბრალდებულის შვილები კი მომხდარ ტრაგედიაში მოკლულის დედას ადანაშაულებენ. მათი თქმით ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საფუძველი სწორედ ყოფილი მეუღლის მიმართვა გახდა. დღეს ასევე ცნობილი ხდება, რომ მკვლელობამდე 2 კვირით ადრე, ბაქრაძემ და გობაძემ კიდევ ერთხელ იქორწინეს, თუმცა როგორც მოკლული 25 წლის გოგოს დედა აცხადებს, იუსტიციის სახლში ბრალდებულმა ის ზეწოლით მიიყვანა.

შეგახსენებთ,რომ ბარნოვის ქუჩაზე მამინაცვალმა 25 წლის გოგონა მოკლა.მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 1972 წელს დაბადებული ბაქრაძე 2015 წელს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით იყო დაკავებული, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა, – ამის შესახებ 14 აპრილს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შინაგან მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

loading…

პოპულარული

ყველა შეიძლება დასველდეს, ერთის გარდა - მჩ 2018-ის კურიოზული დასასრული (ვიდეო)
თვითმფრინავის სალონში წნევის ვარდნის გამო ათეულობით მგზავრს ყურებიდან სისხლდენა დაეწყო
სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი მეშახტის პირველი კომენტარი - ტრაგედია ტყიბულში (ვიდეო)
60 მ სიმაღლის კლდიდან გადმოვარნილი ამერიკელი ახალგაზრდა ქალი ერთი კვირის შემდეგ ცოცხალი იპოვეს
დაწერე კომენტარი