“კარიერა დაუნგრიეს კი არა შვილი აღარ ჰყავს დედას შვილი! ადვოკატები დადუმდით ცოტახანს, სირცხვილია” – ნატო დუმბაძე შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატებს მიმათავს

დუმბაძე

პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შაქარშვილის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატების განცხადებებს ეხმაურება.

“დაკავებულების ადვოკატების ნაწილი რომ დადუმდეთ ცოტა ხანი არა? თუ უდანაშაულოები არიან თქვენი დაცვის ქვეშ მყოფები თქვენი ვალდებულებაა დაამტკიცოთ და გაამართლოთ! ზოგადად არა ვარ ფბ სასამართლოების მომხრე და ყოველთვის სიმართლის მხარეს დავდგები! წინასწარ არავის განვსჯი! ნონსენსი ის არის რასაც თქვენ საუბრობთ ბატონო ადვოკატო და კიდევ აღიზიანებთ გიორგის ოჯახს და მთელ ერს! აი სად ჩანს თქვენი პროფესიონალიზმი!კარიერა დაუნგრიეს კი არა შვილი აღარ

ჰყავს დედას შვილი!თან წარმატებული ფეხბურთელი !” -წერს ნატო დუმბაძე.ცნობისთვის, ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და საქმის სტრასბურგში გასაჩივრებაზე საუბრობენ. მათი თქმით, უდანაშაულო ადამიანებს კარიერა დაენგრათ სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებით.

დაწერე კომენტარი