სააკაშვილი პოლონეთშია და ეს ყველაზე კარგი ვარინატია…- ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილი

“ეროვნულ  დემოკრატიული პარტიის” ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი Facebook – ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

კაცის მოსაცმელი

სერიოზული ნაწილისთვის სააკაშვილისგან შექმნილია მტრის ხატი, ე.წ. საფრთხობელა ზუსტად ისე როგორც ეს მოხდა ზვიად გამსახურდიას შემთხვევაში (გარეგნობაზე ორიენტირებული განსაკუთრებულად ნიჭიერი მომხრეებისთვის ვხსნი: ასეთ შემთხვევაში “საფრთხობელას” არანაირი კავშირი გარეგნობასთან არა აქვს და ის ხალხისთვის საშიში ადამიანს ნიშნავს).
ამ რეალობის გათვალისწინებით სააკაშვილის საქართველოს ციხეში ყოფნას ამ ეტაპზე 2 შესაძლო განვითარება შეიძლება მოჰყვეს:
1) რუსთავი 2, რომლის მესაკუთრე არა ნიკა გვარამია არამედ ბიზნესმენები არიან თავიანთი ბიზნესინტერესებით გადადის სხვების მფლობელობაში და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღევანდელი ბორდით ვერ ახერხებს ხალხის მობილიზებას, რაც ძალიან ცუდია და ქუჩის ჟარგონით თუ ვილაპარაკებთ, სიტუაციის “გაბანძებას” ნიშნავს;
2) რუსთავი 2 ისევ ისაა რაც დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიუხედავად ყველაფრისა ახერხებს საკუთარი მომხრეების მობილიზებას და გამოყავს ხალხი გარეთ.
არის თუ არა ეს ის რაოდენობა, რაც მოქმედ ხელისუფლებას ხელს შეუშლის ამ პროცესებში გამოიყენოს ძალა და უფრო მეტიც: უკვე ოფიციალურად ჩარიოს რუსეთი? სამწუხაროდ, დღეს შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ხელისუფლება შეძლებს ასეთი ნაბიჯის გადადგმას ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა გამსახურდიას დროს (კონკრეტულად ამ თემას შეეხება ჩემი მომდევნო სტატუსი) და მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას არ გააპროტესტებს, რადგან ამ დიდ ნაწილს სააკაშვილის დაბრუნებას თავში რუსული ჩექმის რახუნი ურჩევნია! მოგვწონს ეს ჩვენ თუ არ მოგვწონს, ეს ასეა სამწუხაროდ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე დროა მოსაგები და სწორედ ამიტომ ყველაზე კარგი ვარიანტი დღეს ის არის რაც გვაქვს.

დროის მოგებას რაც შეეხება, ამ დრომ რომ ჩვენს საწინააღმდეგოდ არ იმუშაოს, სწორი დასკვნებია გასაკეთებელი და ამ საქმისთვის სოციალური ქსელი გარანტირებულად ჩვენს ხელშია. რომელ ეტაპზე რა უნდა გავაკეთოთ (ჩემი აზრით) წარსული გამოცდილების (მათ შორის ცუდის) გათვალისწინებით, ამას ჩემი მომდევნო სტატუსი შეეხება: დასაწყისისთვის კი ვიტყვი მხოლოდ იმას რომ მთავარი უბედურება რაც ჩვენ გვჭირს ეს ერთმანეთის სიძულვილი, დაუნდობლობა და საკუთარ ნაჭუჭში უტვინო გამოკეტვაა. სწორედ ეს სიძულვილია დასაძლევი და როგორი წარმოუდგენელიც არ უნდა ჩანდეს, აუცილებლად დავძლევთ, თუ იმას მივხვდებით რომ რუსეთის იმპერიისთვის მთავარი და ყველაზე საიმედო დასაყრდენი ჩვენს ქვეყანაში არა რომელიმე პარტია ან პოლიტიკური ლიდერი, არამედ ურთიერთსიძულვილია.

გაგრძელება იქნება.

იტვირთება…

პოპულარული

“ბატონო ნიკოლოზ, ღმერთი თეთრია თუ შავი?” – დაპირისპირება “ტვ პირველის” ეთერში
უბედური შემთხვევა იაშვილის კლინიკაში - 2 წლის ბავშვის სხეულში დოლბანდის ჩარჩენის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო
ავარიაში მოყოლილ მამაკაცს, დაზიანებული თავის ნაცვლად ოპერაცია ჯანმრთელ ფეხზე ჩაუტარეს
"მომეცა საშუალება, რომ ამ თემაზე ღიად ვისაუბრო... ჩემი მეუღლე დარეკვასაც აპირებდა"- რატომ უპირისპირდება ირინა ბაირამაშვილი გიორგი ვარდოსანიძეს
დაწერე კომენტარი