“კარგად ვიცი, ვისი მომხრეა, ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?

ზურაბიშვილი

მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ? – ამის შესახებ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის დოკუმენტური ფილმის პოსტერთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო.

“თვითონ გამოაკრა 48, ძალიან კარგად ვიცი ვისი მომხრეა და ვისი – არა. ამავე დროს გერმანულადაც ვკითხულობ. მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, მე თვითონ. ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის თავის გვერდზე გააზიარა პიანისტ ხატია ბუნიათიშვილზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ბანერის ფოტო, რომელსაც რიცხვი 48 ეწერა და დააწერა “მადლობა”.

loading…

პოპულარული

„ჟამი ახლოს არს, უნდა მოვემზადოთ საიდუმლო დღისათვის, გარდაცვალებისათვის“- ილია მეორე
მატილდა გვარლიანი - ულამაზესი ქართველი მოდელი გამორჩეული სახელითა და სახით (ფოტოები)
ქურდობა გურიაში - სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა
„კაცებო, ეს თქვენ მაქციეთ ქალღმერთად... დავისახე მიზნად ყველა კაცს ჩემზე ეოცნება...მოვძებნე ხაზი უბიწო გარყვნილის“ - ხატია წერეთელი
დაწერე კომენტარი