კარასინი-აბაშიძის შეხვედრა და ივანიშვილის მესიჯი მოსკოვს – ექსპერტების აზრით, რუსეთი ივანიშვილისგან ანაკლიის პროექტის შეჩერებას ითხოვს

ბიძინა ივანიშვილი

საქართველოსთვის სტრატეგიული ანაკლიის პროექტის შეჩერება, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომელსაც მოსკოვი ბიძინა ივანიშვილს უყენებს.

ანალიტიკოსები დღეს ღიად საუბრობენ, რომ კრემლმა ოლიგარქი რთული არჩევანის წინაშე დააყენა. სერგეი ლავროვის მოადგილესთან პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე აბაშიძე სწორედ ივანიშვილის მესიჯებით ჩავიდა.

გრიგორი კარასინმა „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ აბაშიძე-ივანიშვილისშეხვედრის არა მარტო შინაარსი, არამედ ტონალობაც იცის.

ანალიტიკოსების შეფასებით, არაფორმალური მმართველთან შეთანხმებული მესიჯებით კარასინთან მოლაპარაკე აბაშიძე, სადაც მათი საუბრის დიდი ნაწილი საზოგადოებისთვის დახურული რჩება, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

საპარლამენტო ოპოზიცია ზურაბ აბაშიძეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე იბარებს და მთავარ კითხვაზე პასუხის მიღება სურს – რა სტატუსით შეხვდა ბიძინა ივანიშვილს პრემიერის სპეციალური  წარმომადგენელი პრაღაში გამგზავრებამდე საკითხების შესათანხმებლად.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი აბაშიძე-კარასინის ფორმატს საზოგადოების ზურგს უკან, პირადი საკითხებზე სავაჭროდ იყენებს და ამ ფორმატს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს.

„კურიერის“ კამერამ ზურაბ აბაშიძე პრაღაში გაფრენამდე ერთ დღით ადრე ივანიშვილის შუში სასახლეში მისული გადაიღო. პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა იმ დღესვე თქვა, რომ ივანიშვილს კარასინთან გასამართი მორიგი შეხვედრის წინ, სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ შეხვდა.

იმის გარკვევას, თუ რა კონკრეტული მესიჯები დააბარა აბაშიძეს ივანიშვილმა კარასინსთან, პარლამენტის წევრები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ორშაბათს ეცდებიან. ზურაბ აბაშიძეს მწვავე კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს.

პოპულარული

"ვხედავ, ოლიგარქი ბრდღვინავს, მასთან მორიგება ძალიან სახიფათოა" - ლელა კაკულია
თბილისის საკრებულოს დეპუტატს, რიმა ბერაძეს, კრიმინალების მფარველობაში ადანაშაულებენ
"თუ შეიძლება, რომ თქვენი საფირმო ჟესტი გაგვიკეთოთ" - კახი კალაძე "ფეისბუქ ლაივისას" დატროლეს (ვიდეო)
ვინ არის დეივიდ დათუნა, რომელმაც გამოფენაზე ბანანი შეჭამა (ფოტოკოლაჟი)
დაწერე კომენტარი