კაპიტოლიუმში შეჭრის დროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ

ადგილობრივი პოლიციის უფროსისი, რობერტ კომიტის განცხადებით, კაპიტოლიუმში აჯანყებისა და არეულობის დროს გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების შედეგად 3 ადამიანი გარდაცივალა. მას არ დაუკონკრეტებია იღებდა თუ არა ეს 3 ადამიანს მონაწილეობას კაპიტოლიუმის შენობის აღებაში.

“როგორც ჩანს, ერთი ზრდასრულ ქალს და ორი ზრდასრულ კაცს ჰქონდათ ცალკეულ სამედიცინო გადაუდებელ შემთხვევები, რამაც გამოიწვია მათი სიკვდილი. უბანში ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის დაკარგვა ტრაგიკულია და ჩვენ ვიზიარებთ მათსას ვისზეც ეს დანაკარგი აისახება”, – თქვა მან.

სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებმა ხალხი გადაიყვანეს საავადმყოფოებში ტრავმებით, დაწყებული გულის გაჩერებით დამთავრებული მრავალი მოტეხილობით კაპიტოლიუმის შენობის დასავლეთ ფრონტზე ხარაჩოებიდან ჩამოვარდნის შემდეგ.

ამასთან, ქალაქის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არ თქვეს, არის თუ არა ამ ადამიანთაგან რომელიმე ახლა გარდაცვლილი.

დაშავდა მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის მინიმუმ 14 წევრი. ორი საავადმყოფოში მოათავსეს, ერთმა სერიოზული დაზიანებები მიიღო ხალხის ბრბოში მოხვედრის შემდეგ, მეორეს კი სახეზე ჭურვი მოხვდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ კონგრესში განახლდა ერთობლივი სხდომა, სადაც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დაითვალონ, რათა გაფორმდეს ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება.

შეგახსენებთ, სენტმა მხოლოდ 12 ხმის დათვლა მოასწრო სხდომის ჩაშლამდე. სხდომა კი, დღეს, დღისით მას შემდეგ შეწყდა, რაც პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები შენობაში შეჭრნენ, იყო სროლა, არიან დაკავებულებიც. დაჭრილი ადამიანი გარდაიცვალა. 

დაწერე კომენტარი