ერც ერთი კანონპროექტი ვერასოდეს ვერ არის ხოლმე იდეალური

წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ახალი პროექტი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო არ არის იდეალური, თუმცა მთლიანობაში დადებითია.თეა წულუკიანი ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და პრეზიდენტის კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხარვეზების გამოსასწორებლად მხარეებმა ერთად უნდა იმუშაონ.

„კანონპროექტი საკონსტიტუციო ცვლილებების, რაც მეორე მოსმენით არის მიღებული, პრინციპში მთლიანობაში არის დადებითი. რა თქმა უნდა, ვერც ერთი კანონპროექტი ვერასოდეს ვერ არის ხოლმე იდეალური, ამ ტექსტსაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ. ამისათვის აუცილებელია თუ არა ტექსტის დაბრუნება მეორე მოსმენაში ეს მე არ ვიცი, ეს პარლამენტის გადასაწყვეტი საკითხია,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პოპულარული

"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
8 დაშავებული და ერთი დაღუპული - შემზარავი ავარია გურიაში
დაწერე კომენტარი