„კანონიერი ქურდი“ მინდია გორაძე თურქმა სამართალდამცავებმა ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს

თურქეთის ქალაქ ტრაპზონში ქართველი „კანონიერი ქურდი“ მინდია გორაძე დააკავეს, რომელიც კრიმინალურ სამყაროში „ლავას ოღლის“ სახელით არის ცნობილი.

ინფორმაციას ამის შესახებ გორაძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ადასტურებს, თუმცა „კანონიერი ქურდის“ ინტერესების დამცველისთვის ბრალდების დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით კი, „ლავას ოღლის“ დაკავება ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ „ე.წ. კანონიერი ქურდი ორმხრივი თნამშრომლობის შედეგად არის დაკავებული“.

36 წლის მინდია გორაძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, თუმცა მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც მის თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნას ადასტურებდა.

საქართველოში მას ცოტა ხნის წინ დაუსწრებლად 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ბოლოს მინდია გორაძის სახელმა წალკაში ჩატარებული სპეცოპერაციის კონტექსტში გაიჟღერა. გამოძიების ინფრომაციით, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ პირებს კავშირი ჰქონდა თურქეთში მყოფ „კანონიერ ქურდებთან“, მათ შორის ჯეირან კინწურაშვილთან და მინდია გორაძესთან.

primetime.ge

loading…

პოპულარული

14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
"მოვალეთა შავ სიაში მყოფი პირებისთვის უნდა მოხდეს ვალების ჩამოწერა" - გრიგოლ ვაშაძე საბანკო რეგულაციებზე
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
დაწერე კომენტარი