თეა წულუკიანი, შესაძლოა, “ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი არ აკონკრეტებს იქნება თუ არა დროებითი მთავრობის შემდეგაც ბახტაძის კაბინეტის წევრი. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მას გარკვეული ინფორმაცია აქვს თუმცა მისი გახმოვანება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

„სამი კვირის მერე ვინ იქნება ბახტაძის კაბინეტში ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, მე ამის შესახებ, რა თქმა უნდა, გარკვეული ინფორმაცია მაქვს მაგრამ პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა შეადგინოს თავისი კაბინეტი“, – განაცხადა წულუკიანმა.

კითხვაზე – მზად არის თუ არა დატოვოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა თუკი „ქართული ოცნება“ მას პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებს, თეა წულუკიანი ამჯერადაც პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებს.

„ძალიან ბევრ ადამიანს პარლამენტში ჰგონია, რომ ძალიან ბევრ კითხვაზე მაქვს პასუხი და აქვთ ეჭვი, რომ არ გაწვდით ამ პასუხებს. არ ვიცი. მე 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებისთვის პატარა კენჭი დავდე ქართული ოცნების ლურჯი დროშის ქვეშ და 72%-ით ურთულეს, ძალიან დიდ ნაძალადევში, ნაძალადევებთან ერთად დავდე გამარჯვება“, – განაცხადა წულუკიანმა.

“რეზონანსი”

loading…

პოპულარული

„ივანიშვილი ძალიან კარგად ხვდება, რომ მისი ხელისუფლების დასასრული დაიწყო და ყველა უბედურების სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს“ - გიორგი ვაშაძე ექსპრემიერის ინტერვიუს აფასებს
"ხელისუფლებამ ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, სესხების გამცემ ორგანიზაციებთან ბრძოლა დაიწყო" - ზურაბ ჭიაბერაშვილი
აფეთქება სოფელ ხეთაში - დაშავებული 66 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა
"შავი სია წაიშლება, მაგრამ ბანკი ისე იოლად კრედიტს ვეღარ გასცემს, როგორც ადრე გასცემდა" - ფინანსთა მინისტრი
"ეს არის წინასაარჩევნო აფიორა და ივანიშვილი ვალებში არანაირი მილიონების გადახდას არ აპირებს" - ზაალ უდუმაშვილი
თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პატრონთან დაბრუნდა
"შავი სია" არ არსებობს - ვალების ჩამოწერის აფიორა და "დამალული" დეტალები
"აგვისტოს ომი გმირი დღეს დაკრძალეს, ხელისუფლებიდან არავინ ჩავიდა, რომ სამძიმარი ეთქვათ ცერცვაძის ოჯახისთვის"
ირინკა კავსაძემ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ბებიის, ბელა მირიანაშვილის სახე გააცოცხლა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი