„გირჩი“ შეუთანხმებელ ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებს დააყენებს   

პოლიტიკური პარტია გირჩი

გირჩის განცხადებით, იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი არ არის წარდგენილი, პარტია ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებს დააყენებს. მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების ასარჩევად გირჩი პარტიის წევრებში ეძებს მსურველებს, ვისაც რომელიმე ოლქში საკუთარი კანდიდატურის დაყენება სურს.

„ვინაიდან და რადგანაც საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება თბილისს გარეთ, 22 რეგიონალურ ოლქში ვერ შედგა, გაუგებრად მიგვაჩნია, რატომ არ უნდა დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები ამ შეუთანხმებელ ოლქებში. პირველ ეტაპზე გვაინტერესებს, რამდენ თქვენგანს და რომელ ოლქში სურს, საკუთარი კანდიდატურის დაყენება. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კანდიდატურა კონკრეტულ ოლქში, „გირჩს“ მეტ ხმას მოუტანს, მაშინ შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა“, – წერია განცხადებაში.

დაწერე კომენტარი