“კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონპროექტის მიღება გარდაუვალია”-გახარია

გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრის,გიორგი გახარიას განმარტებით, კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტის მიღება გარდაუვალია. როგორც მინისტრმა განაცხადა, იმედი აქვს, მწვავე დისკუსის ფონზე შეთანხმება მაინც მოხერხდება.

შს მინისტრის თქმით, ხელისუფლება საზოგადოებასთან დაპირისპირებას არ აპირებს და საკითხზე დიალოგი და დისკუსია გაიმართება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო მარიხუანის მოხმარების რეგულირება. მიზანს მივაღწიეთ და ეს კანონმდებლობა დაიძრა. არ ვაპირებთ საზოგადოების არცერთ ნაწილთან დაპირისპირებას. ჩვენ ვაპირებთ ახსნა-განმარტების, ჯანსაღი დიალოგის, დისკუსიის, ზოგ შემთხვევაში მწვავე დისკუსიის საშუალებით პოზიციები დავაახლოვოთ. ადრე იქნება თუ გვიან, მაინც მოგვიწევს რეგულირების კომპონენტის შეტანა ამ სფეროში. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ პოზიციებს დავაახლოებთ და იმ კონდიციამდე მივიყვანთ ამ პოზიციებს, რომ ვიმოძრავებთ ერთად,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობა დროებით გადაიდო, პარლამენტი ორი თვის შემდეგ კვლავ განაახლებ

პოპულარული

22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა - "როცა ლევანი ჩამოასვენეს, მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა..."
"ოქრო დაულომბარდებია და ღამე სასტუმროში ბიჭთან ერთად გაუტარებია"- სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დედის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება
"ქორწილი მაქვს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, შეცდომა დავუშვი"- ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე
აღაიანში 17 წლის დედამ 7 თვის შვილი საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა
დაწერე კომენტარი