კანადაში ახლად ჩასულმა სირიელმა ლტოლვილმა პატარძალი ქორწილის დღეს იხსნა

ეს იყო კოშმარული სიტუაცია, რომელსაც არც ერთი პატარძალი არ ისურვებდა ქორწილის დღეს. ჯო დუს სტუმარმა გაფუჭებული ელვა მის კაბაზევე მიაკერა. ამის შესახებ BBC წერს.

თავიდან, ჯომ არ იცოდა, რომ საპანიკო არაფერი ჭირდა, რადგან მის მეზობლად ცხოვრობდა მკერავი – კაცი, რომელიც ახალი ჩამოსული იყო კანადაში, სირიის საომარი მოქმედებსგან თავის დაღწევის შემდეგ, და რომელმაც ინგლისურად ერთი სიტყვაც არ იცოდა.

იბრაჰიმ ჰალილ დუდუ არც კი დაფიქრებულა, უყოყმანოდ იქ გაჩნდა საშველად.

“მე აღფრთოვანებული და ბედნიერი ვიყავი,”- განუცხადა იბრაჰიმმა CTV News-ს თარჯიმნის მეშვეობით. “მთელი გულით მინდა დავეხმარო კანადელ ხალხს“.

იგი პატარძლის სახლში თავის სამკერვალო ნაკრებით მივიდა, ვაჟიშვილთან და ონტარიოს მკვიდრ მამაკაცთან ერთად, რომელმაც საკუთარი სახლის კარი გაუღო მას და მის ოჯახს, პირველი სართული გაურემონტა რათა კანადაში სახლი ჰქონოდათ.

“რამდენიმე წუთში მან ჯოს კაბა ისე შეაკეთა, რომ არაფერი არ ეტყობოდა და ახალივით გამოიყურებოდა“, იხსენებს, ქორწილის ფოტოგრაფი ლინდსი კულტერი, რომელმაც თავისი კამერით დააფიქირა ეს მომენტი.
ლინდსი იმდენად აღელვებული იყო ნანახით, რომ გადაწყვიტა, ფოტოები ფეისბუქის მეგობრებისთვის გაეზიარებინა.

“ყოველ შაბათ-კვირას მიწევს ფოტოების გადაღება ადამიანების ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ დღეს. ერთი კაცი, რომელსაც ნანახი და განცდილი აქვს ყველაზე საშინელი რამ, რაც კი შეიძლება ჩვენს სამყაროში მოხდეს, დასახმარებლად მოვიდა“, -დაწერა მან თავის პოსტში.

მას შემდეგ, ლინდსი წერილებმა და სატელეფონო ზარებმა წალეკა. ადამიანებს სურდათ მეტი გაეგოთ ალეპოელ მკერავზე, რომელიც სამი წელი თურქეთში ელოდა თავშესაფრის მიღებას, სირიიდან თავის დაღწევის შემდეგ.

“ეს ძალიან ამაღელვებელია“, განაცხადა ლინდსიმ. “ვფიქრობ, კანადელებს სურვილი აქვთ დახმარების, როდესაც ხედავენ, რომ სხვებს ეს სჭირდებათ“.

ეს კეთილი ამბავი უფრო შორიდან იღებს სათავეს: იბრაჰიმი, მისი მეუღლე და სამი შვილი, იმ 50-მდე ოჯახს შორის არიან, რომელთაც კანადაში საცხოვრებლად ბიზნესმენი ჯიმ ესტილი აფინანსებთ. ის პირადად იხდის მილიონ კანადურ დოლარზე მეტს იმისათვის, რომ მათ თავშესაფარი ქონდეთ.
ეს ოჯახები იმ 30862 სირიელ ლტოლვილს შორის არიან, რომლებიც ჩამოვიდნენ კანადაში 2015 წლის ნოემბრიდან.

ლინდსი იმედოვნებს, რომ ეს ისტორია სხვა ქვეყნებს შთააგონებს კანადის მაგალითს.
“ჩემი დიდი ოცნებაა სხვებმაც დაინახონ რაც გავაკეთეთ. ასეთი სიკეთე უფრო ძლიერს ხდის ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს უფრო თანამგრძნობს,”- განაცხადა მან.

infopostalioni.com

loading…

პოპულარული

„სამედიცინო პერსონალი არის აგრესიული, არ უნდათ ვინმემ გამოიტანოს რეალური ვითარება“ - ადვოკატის განცხადებით დეკანოზის მდგომარეობა დამძიმდა
„ზიარების შეფერხება არ ხდება, ნებისმიერ მღვდელს თუ მღვდელმთავარს შეუძლია აზიაროს“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზ გიორგი მამალაძეზე
„ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას“ - მეუფე ანდრია გვაზავა დეკანოზ გიორგი მამალაძეს
„ჩემი ძმისგან გამოგზავნილი წერილები მაქვს, თუკი რაიმე მოუვა, ნათელი მოეფინება ყველაფერს“ - თორნიკე მამალაძე საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აკისრებს
„სოლიდარობა მამა გიორგის“ - დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად საპატრიარქოსთან ხვალ აქცია გაიმართება
„ნუ შე---ცით ვააა! მე და მთელი ჩემი წინაპრები კუზანოვებმა აგვაწყვეს“ - ნინო ნადირაძე
სკანდალური გრიფით საიდუმლო მასალები ლადო ბედუკაძეზე - გმირად შერაცხული ჯალათი გლდანის ციხიდან (ვიდეო)
„მოგეკითხებათ პირველ რიგში თქვენ, უწმინდესო და უნეტარესო“ - ელისო კილაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობაზე
„ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების კისერზე იყოს, მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის“ - ადვოკატი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე
დაწერე კომენტარი