რის თქმას აიძულებდნენ არჩილ ტატუნაშვილს კამერების წინ, რის გამოც მოკლეს

მამუკა არეშიძე

ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში“, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ისაუბრა.

როგორც ექსპერტი აცხადებს, ტატუნაშვილი ცემით არის მოკლული და მას ტყვია არ მოხვედრია.

ამის შესახებ ექსპერტმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი ამოცანა იყო, ტატუნაშვილს კამერის წინ, ეთქვა რომ საქართველო ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დივერსიულ აქტებს ამზადებს.

„ტატუნაშვილი იყო ადამიანი, რომელიც ხშირად გადაადგილდებოდა ახალგორში და წარმოშობითაც ამ რეგიონიდან იყო. ის, ასევე, იყო სამხედო მისიების მონაწილე ავღანეთსა და ერაყში. მოსკოვის დავალება იყო თუ თვითონ გადაწყვიტა ეს ცხინვალმა, ფაქტია, როგორც ჩანს დაიგეგმა ასეთი რამ: არჩევნების წინ ჩაეტარებინათ ოპერაცია, რომელიც უნდა ყოფილიყო იმაზე ორიენტირებული, რომ საქართველო, რუსეთში პრეზიდენტის არჩევნების წინ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დივერსიულ აქტებს გეგმავს და მოკლედ, შეექმნათ აჟიოტაჟი, შეეხსენებინათ მოსკოვისთვის თავისი თავი, ეჩვენებინათ რა მაგრები არიან ა.შ. ამიტომ მათ უნდა შეერჩიათ ფიგურა… ტატუნაშვილი კი არ დაიჭირეს, დაიჭირეს ადამიანი, რომლის ფიგურაც მომგებიანი იყო ამ ჩანაფიქირსთვის, ანუ ვეტერანი, ასოცირებულ აშშ-თან, მის სამხედრო სტრუქტურებთან. მთავარი ამოცანა იყო ის, რომ არჩილ ტატუნაშვილს კამერასთან ელაპარაკა, რომ აი საქართველო დივერსიულ აქტებს ამზადებს, კარგი იქნებოდა თუ იტყოდა, რომ ამერიკაც ჩართულია და ისიც მონაწილეობს ამაში. უნდა დადგმულიყო სპექტაკლი, ტატუნაშვილი კი ამაზე არ წავიდა და შეწირა თავი, ტატუნაშვილი მოკულია ცემით, ტყვია არ აქვს ნასროლი. მე ვთვლი, რომ ტატუნაშვილი ჩვენი ქვეყნის რეალური გმირია“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

ექსპერტის თქმით, მათ სასურველ მიზანს ვერ მიაღწიეს და მიიღეს იმაზე უარესი შედეგი ვიდრე წარმოედგინათ.

„საბოლოო ჯამში თავის მიზანს ვერ მიაღწიეს, ამან გამოიწევია დიდი ვნებათაღელვა, როგორც ვლადიკავკაზში ამბობენ, მოსკოვმა განახორციელა ზარები, იმიტომ რომ არჩევნების წინ ასეთი შედეგი არ აწყობდათ და ძალიან ბევრი ადამიანი გაილანძღა გზად მოსკოვიდან ცხინვალამდე, მათ შორის ვლადიკავკაზშიც. შედეგი ვერ მიიღეს, შედეგი მიიღეს იმაზე უარესი ვიდრე წარმოედგინათ. ახლა ცდილობენ სიტუაციის გამოსწორებას. თვითონ რუსი და ოსი ექსპერტები იქნება თუ საზოგადო მოღვაწეები უაღრესად უარყოფითად აფასებენ მომხდარს. ეს არ არის ოთხოზორიას მკვლელობა, როდესაც ერთმა გალოთებულმა, ნარკომანმა მესაზღვრემ, ვითომ სტრესულ მდგომარეობაში მყოფმა, იმიტომ რომ ომის დროს ახლობლები დაეხოცა, ჩაიდინა ეს საზარელი მკვლელობა. ეს არის ოპერაცია, რომელიც ჩაატარა ადგილობრივმა ძალოვანმა სტრუქტურებმა და ამ ოპერაციის მონაწილე ყველა პირი არის რუსეთის ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი. მათ ძალიან კარგად იციან რომ ვერ გამოძვრებიან ამ სიტუაციიდან.
ვერ გამოძვრებიან ნიშნავს იმას, რომ იქ არ იქნება მკვეთრი ნაბიჯები გაკეთებული, დამანაშავეების დაჭერები არ მოხდება, მაგრამ ძალიან საინტერესო ნიუანსია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის ყურადღების მიღმა რჩება, საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს, ნებისმიერ პლატფორმაზე, ასეთ გადაცდომას ქვეყნები ერთმანეთს ყოველთვის აყვედრებენ. რუსი ექსპერტი, როგორიც მაგალითად არის სილაევი, ისიც კი ამბობს: „მე არ ვიცი არც ერთი მიზეზი, რითიც შეიძლება სამხრეთ ოსეთის დღევანდელი ხელისუფლების იმიჯის დაბრუნება“,- აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

არეშიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რუსები აუცილებლად დაიწყებენ გამოძიებას, მისი თქმით ისინი პროცესს გაჭიმავენ.
„ცხედრის გადმოცემა მოხდება რჩევნების მერე, 18 მარტის შემდეგ. ცხედარს ამზადებენ გადმოსაცემად, სიტყვა „ამზადებენ“ ვგულისხმობ იმას, რომ ისეთ მდგომარეობას შექმნიან, რომ აქ გაჩნდეს ეჭვი, მართლა ხომ არ წაიქცა ტატუნაშვილი ტრანსპორტირების დროს, უნდათ ასეთ კონდინციამდე მიიყვანონ საქმე. მას უნდა ჰქონოდა საფეთქელთან დაზიანება, ვითომ დაცემისგან მიღებული“,- განაცხადა მამუკა არეშიემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას.

loading…

პოპულარული

ლევან იზორიას ქონებრივი დეკლარაცია - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბრალდებები და თავდაცვის უწყების პასუხი
სიგარეტი ძვირდება
„ნუ შეჰყავს მთავრობას და „ქართუს“ ხალხი შეცდომაში“ - რომან გოცირიძე ე.წ. „ვალების განულებაზე“
"ახალი შეთქმულება ივანიშვილის კარზე... უთხარი ბიძინას, გუნცაძე დანიშნოს, მერე ჩვენ მივხედავთ"
დაწერე კომენტარი