კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტის ფიცი დადო

ჰარისი

კამალა ჰარისმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ფიცი დადო. ის პირველი ქალი, პირველი ფერადკანიანი და პირველი აზიურ-აფრიკული წარმომავლობის ქალა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს.

ფიცის დადების წინ ეროვნული ჰიმნი მომღერალმა, ლედი გაგამ შეასრულა.

აწ უკვე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს ინაუგურაციაზე იასამნისფერი სამოსი ეცვა, როგორც პატივისცემა შირლი ჩისჰოლმის მიმართ, რომელიც პირველი შავკანიანი ქალი იყო, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

დაწერე კომენტარი