” რა განსხვავებაა კალაძესა და შიხიაშვილს შორის?”- გიგი უგულავა

გიგი უგულავა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:

კახა კალაძე: “ამ საბჭოთა იდეოლოგიის გადმონაშთებისგან [ხრუშოვკებისგან] თბილისის გათავისუფლება და მათი ჩანაცვლება მყარი, კომფორტული საცხოვრისით, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მიმართულება იქნება.”

იგივეს “ოცნების” პორტირებული ფალავანი ირაკლი შიხიაშვილიც ამბობდა რამდენიმე წლის წინ. მან “არაბებთან” მემორანდუმიც კი გააფორმა. ისმის შეკითხვა რა განსხვავებაა კალასა და შიხას შორის? – პასუხი არანაირი.
1. არა ყველა “ხრუშოვკაა” ავარიული. შესაბამისად ყველას ერთ ქვაბში ჩაყრა ძალიან სახიფათო პოპულიზმია. მაგლითად, ვაჟა- ფშაველას ან დიღმის “ხრუშოვკებში” – ეს მოსახლეობის ნერვიულობას გამოიწვევს. ხოლო, მოსკოვის გამზირზე მორიგ იმედგაცრუებას. მერობის კანდიდატებმა არა “ხრუშოვკებზე”, არამედ ავარიულ შენობებზე უნდა ისაუბრონ. ( შესაბამისი სია მერიაში არსებობს). ძეგლი სხვაა, ხრუშოვკა სხვაა და 80-იანებში აშენებული 16 სართულიანი ვარკეთილის ავარიული კორპუსები კიდევ სხვა.
2) აუცილებელია “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” მსგავსი პარტნიორობის მოდელი, რომელიც არა ტერიტორიულ ერთეულ “ძველ თბილისზე”, არამედ მიზნობრივად ავარიულ შენობებზე იქნება ფოკუსირებული (შენობების სტატუსის გათვალისწინებით დიფერენცირებული).
3) ეს ყველაფერი შესაძლებელია მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, რაც “ოცნების” მთავრობამ ვერ უზრუნველყო. ანტისამშენებლო ისტერია, რომლსაც “ოცნებაც” აღვივებს – მშენებლობებმა დაგვანგრიეს- ამ პროექტს მხოლოდ ძირს უთხრის.

და ბოლოს, ყოველთვის ყველაზე სახიფათო სახელისუფლებო კანდიდატის პოპულიზმია.

loading...

პოპულარული

მოკლავს თუ არა კორონავირუს COVID-19-ს ზაფხულის სიცხეები? - სპეციალისტების დასკვნები
ბრიტანელი ექიმი ტაილა მეზობლებმა სამსახურში აპლოდისმენტებით გააცილეს - ემოციური ვიდეო
გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ადამიანების გადაადგილება აიკრძალა, ჩერდება საზოგადოებრივი ტრსნსპორტი - საგანგებო ვითარება სამეგრელოში
ახალი კორონავირუსი ჰაერით არ გადადის - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
დაწერე კომენტარი