კახა კალაძის მატჩი, რომელსაც დამატებითი დრო არ დასჭირდა – იტალიური გამოცემა

ცნობილი იტალიური გამოცემა “La Repubblica” კახა კალაძის მერად არჩევას გამოეხმაურა.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

„კახა კალაძე თბილისის ახალი მერია“, -ამსათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა.

„მატჩი, რომელსაც დამატებითი დრო არ დასჭირდა – კახა კალაძემ საქართველოს დედაქალაქის პირველი მოქალაქეობისთვისითამაშა. ყოფილმა ფეხბურთელმა ხმების 51,13 პროცენტი დააგროვა, რაც საკმარისი იყო გამარჯვებისთვის და უკვე ოფიციალურად თბილისის ახალი მერია“, – წერს იტალიური გამოცემა.

La Repubblica-ში აღნიშნულია, რომ კახა კალაძე საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო. „ყოფილი ფეხბურთელი პერსონიფიცირებული ქართული ოცნებაა“.

 

loading…
გააკეთე კომენტარი!