“თქვენ იყავით ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იმის, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები” – კალაძე ჟურნალისტს

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ, სალომე ზურაბიშვილის გამოთქმული მოსაზრებების ჰააგის სასამართლოში წარდგენას, რომელიც 2008 წლის ომს უკავშირდება,  “ქართული ოცნების” ლიდერები ეხმაურებიან და მათი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებაში პრობლემას ვერ ხედავენ:

„მე უფრო უხერხულობა შემიქმნა იმან, როდესაც რამდენიმე ტელევიზიაში, მათ შორის, თქვენსაში ჩემს მიმოწერას აჩვენებდნენ, საქმიან მიმოწერას, რომელიც არაფრისგან იყო შექმნილი. ჰააგის სასამართლო მე ვფიქრობ, რომ გამოიყენებს იმ დოკუმენტებს და არა გამონათქვამებს,“ – აცხადებს მინისტრი დავით სერგეენკო.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და მერი კალაძე კი 2008 წელს ომის დაწყებაში კვლავ წინა”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას ადანაშაულებს.

„რა განცხადებებზე საუბრობთ, ქმედებებია წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული და ტერიტორიები გვაქვს დაკარგული. „ნაციონალურ მოძრაობას“, თქვენს ტელევიზიას, თქვენს ხელმძღვანელებს არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ ისაუბროთ ომზე, იმიტომ, რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იმის, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე,“ – მიმართა კალაძემ  რ2-ის ჟურნალისტს.

რუსეთის მიერ ჰააგის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, რომელშიც სალომე ზურაბიშვილის ციტატებიცაა, „ევროპულმა საქართველომ“ გაასაჯაროვა. რუსეთს ჰააგის ტრიბუნალში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მოსაზრებები და ციტატები მისივე წიგნიდან აქვს გამოყენებული.

loading…

პოპულარული

თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პატრონთან დაბრუნდა
"შავი სია" არ არსებობს - ვალების ჩამოწერის აფიორა და "დამალული" დეტალები
"აგვისტოს ომი გმირი დღეს დაკრძალეს, ხელისუფლებიდან არავინ ჩავიდა, რომ სამძიმარი ეთქვათ ცერცვაძის ოჯახისთვის"
"ოცნების" ყველა შიდა კვლევით გრიგოლ ვაშაძე არჩევნებს 12%-იანი უპირატესობით იგებს!"- რას გეგმავს ხელისუფლება
დაწერე კომენტარი