“კალაძე მწვდა მაისურზე და მითხრა…მერს ჰყავს თავისი ბანდა” – აქტივისტი კალაძესთან დაპირისპირებას იხსენებს

კვეკვესკირი

ამ დრომდე უცნობია რა რეაგირება მოჰყვა პოლიციის მხრიდან “შეცვალეს” სარჩელს. მოძრაობის წევრები დედაქალაქის მერს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვენ.

საქმე ეხება ვარკეთილში გუშინ მომხდარ ჩხუბს, რა დროსაც, საქმოქალაქო აქტივისტები და თბილისის მერიის მაღალჩინოსნები, მათ შორის თბილისის მერი, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ერთ ერთი დაზარალებული, რომელსაც მისი თქმით, კალაძემ მაისური შემოახია, მომხდარის დეტალებს იხსენებს.

არ მომისმინა, არ ვიცი რაზეა გაღიზიანებული, აგონიაში არიან ალბათ… მწვდა მაისურზე, მომქაჩა და არ გავიმეორებ იმ სიტყვებს რაც მაკადრა. კალაძის “ცუციკები” არ მაინტერესებს, მერია და მერს ჰყავს თავისი ბანდა, დაჯგუფება, – ამბობს კახა კვეკვესკირი.

“შეცვალეს” წევრებს იმედი არ აქვთ, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყება, თუმცა ამბობენ, რომ მხელისუფლების ცვლილების შემდგ “საქმეს თაროდან გადმოიღებენ” და დედაქალაქის მერი პასუხისგებაში მიეცემა.

დედაქალაქის მერი უპრეცედენტო სკანდალში გუშინ გაეხვა. ვარკეთილში, ერთ-ერთი სკვერის გახსნის დროს კალაძესთან ანას ბაღის დამცველები მივიდნენ და მისგან უკანონო მშენებლობაზე განმარტებები მოითხოვეს. კონფლიქტიც ამის შემდეგ დაიწყო. თავდაპირველად აქტივისტებს მერის დაცვა დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი ნერვებმა უკვე კალაძესაც უმტყუნა. ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, კალაძემ მას მაისური შემოახია.

პოპულარული

"ორშაბათ დილას ნინო გიორგობიანი არ იქნება მოხსნილი და რეალურ მიზეზს დავწერ რატომ ვერ ელევა მინისტრი!" - ელისო კილაძე
"ასე დაიწყო ეს ტრაგედია!!!" - როგორ მოხვდა შაქარაშვილი საგურამოში, დაბადების დღეზე
გასაიდუმლოებული ზარი ფოტოგრაფის გამოკითხვის ოქმში - ახალი ბუნდოვანი დეტალი შაქარაშვილის საქმეში
ზუგდიდში, სპეცოპერაციის შედეგად დავით შენგელიას შვილი დააკავეს
დაწერე კომენტარი