კალაძემ კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლები გაათავისუფლა

დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომა თანამშრომელთა გათავისუფლებით დაიწყო. კახა კალაძის განცხადებით, გათავისუფლებულია, თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომელი. თბილისის მერმა შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შედეგები გაასაჯაროვა.

შავი ჩაი ასკილით

“ადგილი აქვს კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომლის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევას. კერძოდ, ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმის წარმოებაში მიღებულ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს. მსგავსი ფაქტები, რა თქმა უნდა,  ძალიან ცუდად აისახება თბილისის მერიის იმიჯზე და მერიის თანამშრომლების მუშაობის ხარისხზე.

“მე არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალი ადამიანები. კეთილსინდისიერი ადამიანები, ვინც მოემსახურება ამ ქალაქს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. შესაბამისად, ასეთი ადამიანები, ვინც არაკეთილსინდისიერად მოიქცევა, ჩვენთან არ და ვერ იმუშავებს,”-განაცხადა კალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ის ვერ დაასახელებს იმ ორი თანამშრომლის სახელსა და გვარს, რომლებიც გათავისუფლდნენ. ხმალაძე ამბობს, რომ ორივე გათავისუფლებული საკუთარი ოჯახის წევრების სასარგებლოდ სუბიექტურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

loading…

პოპულარული

შანტაჟი სექსუალური ფოტო-ვიდეოებით - ოზურგეთში, 16 წლის გოგომ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა
"ნუ გეშინია! ჩვენები გელოდებიან, გულში ჩაგიკრავენ" - განო მელითაურის ემოციური პოსტი ზუზუს გარდაცვალებაზე
"თვითმკვლელთა უმეტესობა ეკლესიური იყო...რა ხდება მაშინ?! მოძღვრები ჟანდარმები არა, სულიერი მამები უნდა იყვნენ" - პეტრე კოლხი
ძლიერი სეტყვა, დატბორილი სახლები და განადგურებული ვენახები კახეთში - სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
დაწერე კომენტარი