კალანდია დაუსაბუთებლად დააკავეს, ამით სარალიძე დააშოშმინეს – ადვოკატი

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, საქართველოს პარლამენტის მმართველი პოლიტიკური ძალისა და „ევროპული საქართველოს ერთობლივი გარიგების პროდუქტად ციხეში მოთავსებული ადამიანია.

ადვოკატმა სასამართლო სხდომების შესახებაც ისაუბრა და განცხადა, რომ აუცილებელია, დანიშნული სხდომები გასაჯაროვდეს. 

„მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ მიხეილ კალანდია საქართველოს პარლამენტის მმართველი პოლიტიკური ძალისა და „ევროპული საქართველოს ერთობლივი გარიგების პროდუქტად ციხეში მოთავსებული ადამიანია. რამეთუ, ოღონდ არ იყოს „ბუნტი“ ამ პრინციპს ემსახურება მათი ეს გადაწყვეტილება, ამით დააშოშმინეს სარალიძე, რომელიც ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ქალაქს და სახელმწიფოს თავისი საქციელით. ეს სპექტაკლიც ამის გამო გაითამაშეს და საპყრობილეში სრულიად დაუსაბუთებლად მოათავსეს. 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად შემიძლია განვაცხადო, რომ კალანდიას დაურღვიეს დაცვის უფლება, სხდომის საჯაროობის პრინციპი, შეჯიბრებითობის და თანასწორონის პრინციპი, რის საფუძველზეც ხვალ მაქვს შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე, რომ სხდომა, რომელიც დახურულია სრულიად უსაფუძვლოდ, გასაჯაროვდეს. პროკურატურის მიერ შეთითხნილი ბრალი დასაბუთებას ვერ ჰპოვებს,“ – განაცხადა თოდუამ. 

სასამართლო პროცესები

პროცესის დახურვის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ. აღნიშნულს დაცვის მხარეს დაეთანხმა. თუმცა, შემდეგ სასამართლო პროცესზე, მათ სხდომის ნაწილობრივ გასაჯაროება მოითხოვეს.

​როგორც ბრალდებულის ძმა, ლუკა კალანდია აცხადებდა, გასაჯაროებით საზოგადოება დარწმუნდება, თუ ვინ არის საქმეში დამნაშავე. 

საგამოძიებო კომისია  

საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის,  ოთარ კახიძის  წარმოდგენილ დასკვნას მხარი დაუჭირა.

საპარლამენტო უმცირესობის დასკვნის მიხედვით, ახალი გარემოებები გამოიკვეთა და საგამოძიებო კომისიამ საქართველოს მთავარ პროკურატურას რეკომენდაციით მიმართა, დაეწყო სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ. 

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

პოპულარული

სკანდალი ვანოს შოუში - სტუდიაში "ინაშვილი" და "კვიციანი" შეიჭრნენ (ვიდეო)
ამბავი, რომელმაც ქართული ფეისბუკი შეძრა - დედას, რომელმაც ჩვილი გაჭირვების გამო მიატოვა, დახმარებას სთავაზობენ
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ძლიერი ქარი, სეტყვა, შტორმი და თოვლჭყაპი - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
დაწერე კომენტარი