კაი, ვთქვათ ყველაფერი სწორია, ერთი დადებითი არა გვაქ? რატო არ აშუქებენ? — მეუფე ანტონი

მეეეუფე

ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი ანტონი ყინწვისის მონასტრის მღვდლის დაკავების საქმეზე საუბრისას ამბობს, რომ საპატრიარქოს კარგ საქმეებს ვერავინ ხედავს. TV პირველთან საუბარში მიტროპოლიტი განმარტავს, რომ ეკლესია ჯანსაღი ორგანიზამია და პრობლემა, “რა თქმა უნდა, არის”.

“ერთ ხელს, ერთ შეკვეთას ვხედავ — როგორც კომუნისტები ფიქრობდნენ, ხალხისათვის შეეზარათ ეკლესია, ასე ვფიქრობ, რომ ყველა მომართულია, შეაზარონ. მედია (თუმცა არიან გამონაკლისები), პოლიტიკური პარტიები, თეოლოგებიც კი თითქოს რაღაცაზე გულმოსულები არიან და ამას ანთხევენ. ერთი დადებითი არა გვაქ? კარგი, [ვთქვათ] ყველაფერი სწორია, დადებითი არა გვაქ? რატო არ აშუქებენ ეკლესიის დადებით მხარეებს”, — ამბობს მეუფე ანტონი.

ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 27 აპრილს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასამართლომ სასულიერო პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 29 აპრილს შეუფარდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყინწვისის მონასტერში მოღვაწე მამა დავითმა ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი დაჭრა. თავად არქიმანდრიტი საბა ჟღენტი უარყოფდა, რომ იგი სასულიერო პირმა დაჭრა. მისი თქმით, დაჭრასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა და ამით “გულნატკენია”.

ბოლო რამდენიმე თვეა, საპატრიარქოს მოქალაქეების ნაწილი კორონავირუსის გავრცელების რისკის ზრდის გამო აკრიტიკებს. კერძოდ, მართლმადიდებელ ეკლესიას რეკომენდაციების მიუხედავად არ შეუწყვიტავს წირვებისა და რელიგიური რიტუალების ჩატარება. მათ შორის, წირვებზე კვლავ ერთი კოვზით აზიარებენ მოქალაქეებს, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლების თქმით, ვირუსის გადატანის რისკებს შეიცავს.

19 აპრილს სააღდგომო ლიტურგია დიდ ტაძრებში კომენდანტის საათის დროს ჩატარდა, პატარა ტაძრებში კი მეორე დღეს, დილით. აღდგომის ღამეს მრევლი სამების ტაძარში ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან ფეხით მივიდა და სახლში წასვლა მხოლოდ დილით 6 საათზე მოახერხა.

პოპულარული

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ტერორიზმის კვალი საქართველოში? - როგორ შემოვიდა 9 შეიარაღებული პირი ბათუმში იმავე გზით, რომლითაც ახმედ ჩატაევის დაჯგუფება
შემზარავი ამბავი, რომელიც დღეს თბილისში მოხდა - დედამ საკუთარი ახალშობილი კორპუსის ფანჯრიდან გადააგდო (ვიდეო)
სკანდალური წერილი: რატომ უპირისპირდებოდა პანდემიასთან მებრძოლი ცნობილი ექიმი "ოცნების" მაღალჩინოსნებს: "რატომ აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც ძალიან არ გვინდა"
საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზე ადის - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პანდემიის პირობებში აღებული ვალი, კორუფციულ სქემებში დაიხარჯაებ
ნეკა დოროყაშვილი დედათა მონასტერში წავიდა
თბილისში, ბიძინა კულუმბეგოვისა და ცნობილი მსახიობის ურთიერთობაზე ალაპარაკდნენ - რას ამბობს ანა სანაია
ქართველი ტრანსსექსუალი ქალის ეროტიული ფოტო განხილვის მთავარ თემად იქცა - ალექსიას სასქესო ორგანო ძაღლით აქვს დაფარული (ფოტო)
ხატია სიჭინავას ყავის ჭიქაზე კაცის სასქესო ორგანო "დაეხატა" - რა ფიტოს აქვეყნებს ტელეწამყვანი
დაწერე კომენტარი