“კავკასიას” ყადაღას მოუხსნიან

“კავკასიის” ხელმძღვანელის, ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ საგადასახადო დავალიანების დაფარვის გრაფიკი გაფორმებულია და ყადაღა მოიხსნება. სოციალური ქსელით ამ ინფორმაციის გავრცელებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე ნინო ჯანგირაშვილმა ფეისბუქზე დაწერა:

„რახან უზარმაზარი ბიზნესიმპერიების მფლობელებს არ ერიდებათ წუწუნი, დავალიანებებზე და გრაფიკებზე ღიად ლაპარაკი, მოდი მეც გეტყვით საინტერესო ამბავს, მითუმეტეს, რომ ხელისუფლების საინტერესო დამოკდებულება იკვეთება კავკასიის მიმართ. გუშინდელი მდგომარეობით კომპანიის საგადასახადო დავალიანება მიმდინარე, ანუ 15–ში დეკლარირებული და ძველი, ანუ გრაფიკით გადანაწილებული დავალიანება ჯამში შეადგენდა 12 540 ლარს. გრფიკით დადგენილს ვიხდით ზუსტად. მიმდინარე დაგვიგვიანდა. ხოდა, აი დღეს უკვე გამოსცეს ტელეკომპანიის დაყადაღების ბრძანება. რასაც გულისხმობს შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ. პრაქტიკულად ტელევიზიის პარალიზებას. ამჟამად დავალიანება შემცირებულია 8500 ლარამდე და დარჩენილ დავალიანებაზე ახალი გრაფიკის შესადგენად მივმართეთ საგადასახადოს. ვნახოთ რას იზამენ. კობახიძის სპეტაკი სახით გაკეთებულ კომენტარი წარმომიდგენია ამ თემაზე და ამიტომ წინასწარ გავცემ პასუხს: თქვენი დეპუტატებივით ფოკუზნიკი კი არ ვარ მიზერული შემოსავლებით სასწაულები მოვახერხო. დამოუკიდებელი მედია სულს ღაფავს ამ ქვეყანაში. მადლობა ბატონო ბიძინი სისხლიანი რეჟიმისგან რომ გაგვათავისუფლეთ.“

პოპულარული

"ეს იყო დაცინვა და მასხრად აგდება... მოცდის დროც აღარ მაქვს" - დავით სოკოლოვის ემოციური მიმართვა კახი კალაძეს
"ჯეოსელი" გათიშულია - ასიათასობით აბონენტი კავშირის და ინფორმაციის გარეშეა დარჩენილი
„პრეზიდენტი სტუდიაში არ უნდა მივიდეს... ნუ ბრაზდებით"- კამათი ჟურნალისტსა და პრეზიდენტს შორის (ვიდეო)
"მე ვარ რუსეთიდან და ჩემი სახის 20% ოკუპირებულია ქართველი მორაგბეების მიერ" - როგორ გამოიყურება რუსი მორაგბე ბორჯღალოსნებთან ჩხუბის შემდეგ
დაწერე კომენტარი