„კადიროვი საქართველოში სიტუაციის განვითარებას ელოდება, რომ ჩაერიოს,“ – მაისაია პანკისზე

გაურკვეველია რატომ დასჭირდათ ბზობის დღესასწაულზე, დილის საათებში, მაინცდამაინც იმ დროს სამუშაოს ჩატარება. ადგილობრივ მოსახლეობასთან ისედაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და ფაქტობრივად, დასრულებული იყო.

“სასამართლოს გადაწყვეტილება კი არ იყო გამოტანილი, ის ჯერ კიდევ სასამართლოს დავის საგანი გახლდათ. ასევე, ადგილობრივი ხელისუფლება არ იყო ამ გადაწყვეტილების შესრულების მიღების საქმის კურსში,” – ასე აფასებს „რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია პანკისი ხეობაში გუშინდელ მოვლენებს.

იგი მიიჩნევს, რომ პროცესების ასე გამწვავება საქართველოს მტერს ხელს აძლევს. მისი თქმით, პანკისი ხეობა „ჩვენი კარიბჭეა” და მასზე ზრუნვა აუცილებელია.

„ადგილობრივი ხელისუფლებაც კი ეწინააღმდეგებოდა ამ გადაწყვეტილებას; გამგებელი, გამგეობა, უხუცესთა საბჭო და ასევე, ადგილობრივი საზოგადოების არაფორმალური ლიდერები. ამის ფონზე, ისმის ძალიან უცნაური კითხვა, – რას აკეთებდა დილის საათებში სამუშაო კომპანიის წარმომადგენლები, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვა, რომ დაცვის სახით რამდენიმე ათეული პოლიციელი გამოეყო?

„პანკისი არის ჩვენი კარიბჭე, – ძალიან ფაქიზი რეგიონი, რომელსაც სჭირდება დიდი მოფრთხილება. ისინი კარგად არიან ინტერგირირებულნი ქართულ საზოგადოებასთან. ამ ადამიანების ხელოვნური პროვოცირება ასეთი კონფლიქტებისაკენ, ამან ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი, კარგად მოგვეხსენება.

„მეორე მხარეს, არის კადიროვის ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც ნებისმიერი სიტუაციის განვითარებას ელოდება, რომ საქართველოში მოახდინონ ჩარევა. კადიროვი სირიისა და უკრაინის კონფლიქტში ერეოდა და პანკისის ხეობაში არსებული სიტუაციით არ ისარგებლებს?

ცნობისათვის, პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის ხელის შეშლა ადგილობრივმა მოსახლეობამ სცადა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამის შემდეგ სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა, – აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა კი შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

რეზონანსი

პოპულარული

"ბატონო გიორგი მე თაზო მქვია, 9 წლის არ ვარ, მაგრამ..." - ლგბტ თემის წარმომადგენლის წერილი გიორგი გახარიას
აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა შესაძლოა დააკავონ
"კონცერტის დროს მომღერალთან კულისებში სექსი მქონდა, ამის გამო სცენაზე გასვლა დამაგვიანდა" - ავთო აბესლამიძე
წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში
დაწერე კომენტარი