კადიროვი სააკაშვილზე: საქართველოდან გაქცეულს უნდოდა უკრაინა გაებედნიერებინა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი კიევში, საქართველოს ექს–პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელ”ტვიტერის” პირად გვერდზე ეხმიანება და მომხდარს “უკრაინის ნაქები დემოკრატიის” გამოხატულებად აფასებს:

შავი ჩაი ასკილით

მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს, იატაკზე დააგდეს. სანამ ის უკრაინული მთავრობის მიმართ ლოიალური იყო, მას კაშკაშა ვარსკვლავად აღიქვამდნენ. ხოლო როგორც კი მან ოპოზიციური ძალები  შექმნა, დამნაშავედ  იქცა. აი, თქვენი ნაქები დემოკრატია და გაკვეთილი სააკაშვილისთვის: საქართველოდან გაქცეულს უნდოდა უკრაინა გაებედნიერებინა“, – წერს კადიროვი.

მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან “სულგუნში” უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და მალევე პოლონეთში გაამგზავრა.

მანამდე ის ორჯერ დააკავეს.

მოგვიანებით სააკაშვილმა უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში დაუდასტურა რომ ვარშავაშია,ასევე განაცხადა, რომ ძალიან უხეშად მოექცნენ.

loading…

პოპულარული

შანტაჟი სექსუალური ფოტო-ვიდეოებით - ოზურგეთში, 16 წლის გოგომ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა
"ნუ გეშინია! ჩვენები გელოდებიან, გულში ჩაგიკრავენ" - განო მელითაურის ემოციური პოსტი ზუზუს გარდაცვალებაზე
"თვითმკვლელთა უმეტესობა ეკლესიური იყო...რა ხდება მაშინ?! მოძღვრები ჟანდარმები არა, სულიერი მამები უნდა იყვნენ" - პეტრე კოლხი
ძლიერი სეტყვა, დატბორილი სახლები და განადგურებული ვენახები კახეთში - სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
დაწერე კომენტარი