“კაა”- მ “ნაციონალურ მოძრაობას” 10 ათასი ლარი შესწირა

მიმდინარე წლის მაისი-ივნისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაშა ცუცქირიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველია.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ცუცქირიძემ 10 ოქტომბერს ოპოზიციურ პარტიას 10 ათასი ლარი ჩაურიცხა.

ცუცქირიძე საზოგადოებას საპროტესტო აქციაზე ნათქვამი „კაა”-თი დაამახსოვრდა.

პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 10-11 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობას” მთლიანობაში 32 289 ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული, მათ შორის 5-5 ათასი ლარი ბექა ბასილაიასგან, გიორგი პატარაიასგან და მაია მუმლაძისგან.

პოპულარული

" მეზიზღებით! დამალეთ ეს ქვეყანა !"- ქართველი გოგონას მწვავე წერილი საოცნებო ამერიკიდან
"პატიება არ გაბედოთ, მობრწკენაზეც გქონდეთ უმწვავესი რეაქცია... ჩაუჯექით პატრულს მანქანაში და არ გამოხვიდეთ სანამ არ გამოკეტავთ ციხეში!" - ნანუკა გულუა ხაშურში მომხდარ დაჭრაზე
რა გელოდებათ აპრილში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - ასტროლოგიური პროგნოზი
"ბედის ირონიაა, მდინარაძე რამდენიმე პიროვნებას ჩემს შესახებ წერდა მესიჯს და შემთხვევით ჩემთან გამოეგზავნა"- ბესელია
დაწერე კომენტარი