“იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარების” – პრემიერმა მთავრობის ახალი გადაწყვეტილებები წარადგინა

გახარია

ახა­ლი წლი­დან იწყე­ბა ახა­ლი ეტა­პი, ახა­ლი ტალ­ღა მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სის­ტე­მურ ნა­ბი­ჯებს, სის­ტე­მურ სო­ცი­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რას ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა იმ მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც მთავ­რო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს და აღ­ნიშ­ნა, რომ მთა­ვა­რია, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა კუთ­ვნი­ლი დახ­მა­რე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და დრო­უ­ლად მი­ი­ღონ.

„პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­ის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გაჩ­ნდა, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნა იყო პირ­ველ რიგ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა და ეკო­ნო­მი­კის­თვის მი­ნი­მა­ლუ­რი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა. ეს იყო ის ძი­რი­თა­დი მიზ­ნე­ბი, რო­მელ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ჩვე­ნი თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე, ეს იყო გა­ზა­ფხულ­ზე, ჩვენ წარ­ვუდ­გი­ნეთ ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის მთე­ლი რიგი ნა­ბი­ჯე­ბი, ისე­ვე რო­გორც ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რის კონ­კრე­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იყო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. დღეს მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2020 წლის 28 ნო­ემ­ბრის შემ­დგომ, რო­დე­საც ჩვენ მიზ­ნობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვე­ბის ახა­ლი ეტა­პი გა­ვა­ცა­ნით ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ასე­ვე ამ შე­ზღუდ­ვებ­თან ერ­თად გა­ვა­ცა­ნით სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მელ­თა მი­ზა­ნიც იყო ამ შე­ზღუდ­ვებ­ზე პა­სუ­ხი – ეს იყო ერთჯე­რა­დი 300 ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბა, რომ­ლი­თაც უკვე ისარ­გებ­ლა, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო და­მე­თან­ხმე­ბა, 120 ათას­ზე მეტ­მა ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქემ, თუმ­ცა ამას­თან ერ­თად ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ახა­ლი წლი­დან იწყე­ბა ახა­ლი ეტა­პი, ახა­ლი ტალ­ღა მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს უკვე სის­ტე­მურ ნა­ბი­ჯებს, სის­ტე­მურ სო­ცი­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რას ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა.

პირ­ვე­ლი, ეს გახ­ლავთ 1 200 ლა­რი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რა 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან კარ­გად იმუ­შა­ვა პირ­ველ ეტაპ­ზე, ეს დახ­მა­რე­ბა გა­ი­ცე­მა და და­ი­წყო აღ­რი­ცხვა, იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც და­კარ­გეს სამ­სა­ხუ­რი და არ იღე­ბენ ხელ­ფასს 2020 წლის დე­კემ­ბრი­დან.ასევე დაგაინტერესებთ

ეს არის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი. მე­ო­რე ნა­წი­ლი – ჩვე­ნი ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც არის 65 000-დან 100 000 ქუ­ლამ­დე, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის რან­გში, მათ ყო­ველ­თვი­უ­რად, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­ნე­ბათ 100 ლა­რი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რა. ასე­ვე ჩვე­ნი ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე, 0-დან 100 ათას ქუ­ლამ­დე მყო­ფი, რო­მელ­საც ოჯახ­ში ჰყავს სამი ან მეტი შვი­ლი 16 წლამ­დე, მა­თაც 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­თვი­უ­რად ექ­ნე­ბათ 100 ლა­რი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რა. 18 წლამ­დე შშმ და მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი შშმ პი­რე­ბის­თვის, ასე­ვე ყო­ველ­თვი­უ­რად, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, იქ­ნე­ბა 100 ლა­რი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რა. ამ სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის პორ­ტფე­ლის ბი­უ­ჯე­ტი არის და­ახ­ლო­ე­ბით 610 მი­ლი­ო­ნი ლარი. გარ­და ამი­სა, იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნობ­რი­ვი მხარ­და­ჭე­რა კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის, იმის­თვის, რომ მათ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი.

მთა­ვა­რია ის, რომ დღე­ი­დან იწყე­ბა გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის მი­სა­ღე­ბად ყვე­ლა იმ პუნ­ქტე­ბით, რო­მე­ლიც ახლა მე ჩა­მოვ­თვა­ლე. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი ამის­თვის მზად არი­ან. არა­ნა­ი­რი შე­ფერ­ხე­ბა აქ არ უნდა იყოს. მთა­ვა­რია, რომ ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, მათ, რომ­ლებ­მაც სამ­სა­ხუ­რე­ბი და­კარ­გეს და მათ, ვი­საც ეკუთ­ვნით ეს მიზ­ნობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და დრო­უ­ლად მი­ი­ღონ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯის შე­დე­გად სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა,“- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

დაწერე კომენტარი