იწვის ძვირადღირებული საქონელი, მიკვირს, რატომ ჩნდება ხანძარი მთელი საქართველოს მასშტაბით- ფოთის მერი

ფოთის ბაზრობაზე ხანძარი 2000 კვადრატულ მეტრზეა გაჩენილი, – ამის შესახებ ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ განაცხადა.
მისი თქმით, იწვის ძვირადღირებული საქონელი და რთული ვითარებაა.

„ძალიან რთული ვითარებაა, 2000 კვადრატულ მეტრი ფართი იწვის. აქ იყო ყველაზე ძვირადღირებული საქონელი. მიკვირს, რატომ ჩნდება მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძარი“, – განაცხადა ირაკლი კაკულიამ.

ფოთში სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო ცხრა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, თუმცა ჯერჯერობით ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება, რის გამოც დამატებითი ჯგუფები სხვა ქალაქებიდან გამოიძახეს.
ადგილზე რამდენიმე მოვაჭრე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

პოპულარული

"სპართან" თავდასხმის შედეგად დაშავებული 19 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
ხორავას ქუჩის ტრაგედია გაცოცხლდა: "დანის პირზე დავადე ხელი..." - დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულს შესაძლოა სასჯელი შეეცვალონ
მორიგი უხერხულობა და პრემიერის გარემოცვის მიერ დამალული ინფორმაცია - დავოსში ჩასულ გახარიას პროპორციული არჩევნების დაპირება შეახსენეს
საოცრად მომხვიბვლელი მონიკა ბელუჩი - 55 წლის მსახიობი პარიზის Fashion Week-ზე
დაწერე კომენტარი